სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აფხაზებსა და ქართველებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ პატრიარქმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე ბრძანა, რომლითაც ის სოხუმის დაცემიდან 22 წლისთავს გამოეხმაურა.
"მინდა გაგახსენოთ, რომ 11 წელი მე ვიყავი აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. სიკეთისა და სიყვარულის მეტი მე იქ არაფერი მინახავს. მოგმართავთ ყველას, აფხაზებს, ქართველებს, შეერთდით. აფხაზებო, მოდით ჩვენთან, ქართველები მოვიდნენ თქვენთან და ერთად ვილოცოთ ჩვენი მიცვალებულებისთვის", - ბრძანა პატრიარქმა.
მისივე თქმით, დღეს არის, როგორც სიხარულის, ასევე მწუხარების დღე. "მწუხარება და სიხარული, როგორც ტყუპი ძმები, ერთად დადიან. დღეს მწუხარების დღეც არის და სიხარულისაც. დღეს არის ჯვართამაღლება და დღეს არის დიდი მწუხარება, აფხაზეთის ტრაგედია. აფხაზეთი ეს არის ჩვენი ტკივილი, აფხაზეთი ეს არის ჩვენი იმედი, აფხაზეთი ეს არის ერთიანი საქართველო. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხოვნოს და ნათელში ამყოფოს აფხაზეთში დაცემული ჟიული შარტავა, იგივე დავითი და სხვა გმირები. მაგრამ ამავე დროს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხოვნოს დაცემული აფხაზები და სხვა ერების წარმომადგენლები", - ბრძანა პატრიარქმა.
მისი განცხადებით, აფხაზეთის ტრაგედია იყო თავსმოხვეული ტრაგედია. "ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ტრაგედია და ჩვენ ვლოცულობთ ყველასთვის - ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, რუსებისთვის და სხვა ერებისთვის", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა ქადაგების შემდეგ აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი