მახათას მთის მიმართულებით ხვალ მშენებარე ტაძრის ჯვრის კურთხევის გამო, 16:00 საათიდან საპატრულო პოლიციის მიერ ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება.
მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვრის კურთხევა 20 სექტემბერს, 19:00 საათზე, შედგება. ჯვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აკურთხებს. ჯვრის მოლოცვა თბილისში მცხოვრებ და დედაქალაქში სპეციალურად ამ მოვლენისთვის ჩამოსულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
"საზოგადოების დიდი ინტერესის გამო ტაძრის მშენებლობის ფონდი "ივერიისა" ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით უზრუნველყოფს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის შესაბამისად განათებას და ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან მოსახლეობის ტრანსპორტირებას", - აცხადებენ ფონდში.
მათივე ინფორმაციით, ამ მიზნით, "ვარდების მოედნიდან", "გადასასვლელი ხიდიდან" და მეტრო "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიიდან 15:00 საათიდან მახათას მთის მიმართულებით უფასო ავტობუსები გადაადგილდებიან. ამასთან, 16:00 საათიდან მახათას მიმართულებით საპატრულო პოლიციის მიერ ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება.
"მსურველებს ჯვრის მოლოცვა მთელი ღამის განმავლობაში შეეძლებათ, ხოლო 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღეს, 12:00 საათზე, უწმინდესის კურთხევით, ერთობლივი ლოცვის შემდეგ, ჯვარი მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათზე აღიმართება", - განაცხადეს ფონდში.
როგორც ფონდში აცხადებენ, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს საქართველოში და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები ერთიანი ძალისხმევით და თანაბარი მონაწილეობით აშენებენ. დღეისათვის ტაძრის აღმშენებელთა წიგნში 1 200 000 სახელი და გვარია შეტანილია. მსურველთა გაწევრიანება გრძელდება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი