კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 6 აგვისტოს თბილისის დროით ღამის 03 საათსა და 56 წუთზე (UCT 23:56:35) ვარძიის კომპლექსიდან 6 კილომეტრის მანძილზე 3.4 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა.
3.8 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა ვარძიის კომპლექსიდან 30 კილომეტრის დაშრებით, თურქეთის ტერიტორიაზეა დაფიქსირდა 5 აგვისტოსაც.
მიწისძვრის რხევები ვარძიის კომპლექსური მონიტორინგის სისტემაში შემავალმა სეისმურმა აპარატურამ, განლაგების შვიდივე წერტილზე დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მომხდარი მიწისძვრების სიძლერე საშუალოზე ნაკლებია.
ვარძიის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პარტნიორები არიან ილიას უნივერსიტეტის მეცნიერები, რომლებმაც სარადარო ჩანაწერების ანალიზი უკვე განახორციელეს, სადაც მკაფიოდ ჩანს მომხდარი მიწისძვრების კომპლექსზე ასახული შედეგები.
ვარძიის ფასადის რადარული სკანირებისას მიწის ან კლდის მასივის ჩამოშლა არ დაფიქსირებულა. დაკვირვების სპეციფიკიდან გამომდინარე მოხდება მიწისძვრის მოხდენის შემდგომი 10 დღიანი პერიოდის დეტალური შესწავლა მისი ზემოქმედების დადგენის მიზნით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი