ევროპას უნდა ვაჩვენოთ, რომ მაღალი კულტურა ევროპაზე ადრე საქართველოს ჰქონდა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
ილია მეორის შეფასებით, ქართული მეცნიერება, სულიერება იმდენად ძლიერია და იმდენად მაღლა დგას, რომ ბევრი რამ უცხო ქვეყნებმა შეიძლება საქართველოსგან ისწავლონ.
საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება. "თქვენ იცით, რომ საბერძნეთში არის ხალხის გამოკითხვა, სურთ თუ არა დარჩნენ ევროკავშირში, ევროსაბჭოში. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ევროპის სტრუქტურები საჭიროა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ფასეულობა, ჩვენი ქართული, ისტორიული, კულტურული, სულიერი, მეცნიერული ფასეულობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროპას ვაჩვენოთ, რომ მაღალი კულტურა ევროპაზე ადრე საქართველოს ჰქონდა. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი მეცნიერება, ჩვენი სულიერება იმდენად ძლიერია, იმდენად მაღლა დგას, რომ ბევრი რამ შეიძლება უცხო ქვეყნებმა საქართველოსგან ისწავლონ. ჩვენ ბერძენ ხალხს ვუსურვებთ, მშვიდობამ დაისადგუროს მათ გულში, მათ ქვეყანაში. მით უმეტეს, როცა ჩვენ გვიჭირდა, მრავალი ქართველი საბერძნეთში წავიდა და იქიდან ეხმარებოდა საქართველოს და ოჯახებს. ვფიქრობ, ეს განსაცდელი საბერძნეთში გაივლის. ეს განსაცდელი არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ მთელს მსოფლიოშია. ყველაფერი დამშვიდდება და თავის კალაპოტში ჩადგება", - ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი