ბერდიდმა ალიპიმ, ბერებმა ეპიფანემ და ამბაკუმმა, რომლებიც კაფსალაში ასკეტურად ცხოვრობენ, ბერძენ ხალხს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც მოუწოდებენ, რომ 5 ივლისს რეფერენდუმზე დასმულ კითხვაზე უპასუხონ - "არა".
რეფერენდუმის კითხვა კი ასე ჟღერს: "უნდა მივიღოთ თუ არა 2015 წლის 25 ივნისს ევროკომისიის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოთავაზებული შეთანხმების პროექტი?"
ათონელი მამები ხაზს უსვამენ, რომ საბერძნეთს "ისტორიული წუთი უდგას. ეს არის საკვანძო მომენტი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, ჩვენი სულიერი იდენტურობისთვის".
საბერძნეთის ევროკავშირთან ურთიერთობის წლების განმავლობაში ქვეყნის კანონების 80 პროცენტი შეიცვალა. ყველა ეს კანონი არა მხოლოდ ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს, არამედ – ურყევ მართლმადიდებლურ სულსაც.
ბერები კრედიტორების მიერ წამოყენებული ულტიმატუმის მიღების მომხრეებს "დაქირავებულებს" და "მტრის იარაღს" უწოდებენ, რომლებიც სუსტი ნებისყოფის ადამიანებზე ზემოქმედებენ და სურთ მიაღწიონ ჩვენი სულების გაყიდვას ერთ მუჭა ვერცხლზე. მაგრამ არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი. არჩევანი კეთდება არა მხოლოდ ევროსა და დრაქმას, არა მხოლოდ ევროკავშირსა და ქვეყნის თავისუფალ განვითარებას შორის, არამედ ეს არჩევანი გაცილებით უფრო ღრმაა.
წერილის ავტორები მოუწოდებენ ხალხს, რომ იბრძოლონ არა პენსიებისა და ხელფასებისთვის, არამედ ანტიქრისტიანული სულის წინააღმდეგ.
წერილი მთავრდება წმინდა წერილის სიტყვებით: "თუკი ღმერთი ჩვენსკენაა, მაშ, ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ?" (რომ. 8,31).
წყარო - agionoros
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი