სინათლედ მოდიან
მხრებზე იმედებით შედგმულნი მოდიან,
ზანზარებს მიწა და ქართული მთა–ველი,
გენი წინაპრების უკვალო როდია,
ხელებით უჭირავთ ყოველი მტკაველი.
მოგელავს სიცოცხლე, მზის სხივზე ნარწევი,
აისი ხვალის და მომავლის გენია,
მიწიდან ზეცამდე სინათლის ამწევი,
ეს სუფთა თაობა, სამშობლოვ, შენია.
წინაპრის ყიჟინამ აავსო ძარღვები,
ჰერიო, აუყვა მომავლის ნაბიჯებს,
მამულო, საშველად მოგდიან ბალღები,
შენს დაჭრილ გულ–მკერდზე იმედი აბიჯებს.
გადადგით ეს მთები და გზები დაცალეთ,
იესოს მადლია მომავლის გაჩენა,
სიცოცხლეს სუნთქვა და ღიმილი აცალეთ,
წყალობად მოგეცეთ ქართველად დარჩენა.
მზედ ადგათ ღვთისმშობლის წყლიანი თვალები,
ამ გენის გმირობა მითები როდია,
გულ–მტკიცე ვაჟნი და პატარა ქალები,
გახედე მამულო საშველად მოგდიან.
ნანა მეფარიშვილი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი