თბილისში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ეკლესია მეურვეობას გაუწევს.
სიონის საკათედრო ტაძარში პანაშვიდის დასრულების შემდეგ, პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქააელ ბოტკოველმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მცხეთა-თბილისის სამღვდელოება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება.
"როგორც უწმინდესის ქადაგებიდან შეიტყვეთ, მისმა უწმინდესობამ მოგვცა დავალება, ლოცვა-კურთხევა, მცხეთა-თბილისის სამღვდელობას, ტაძრის წინამძღვრებს და მოძღვრებს, რომ ჩვენ მერიის დახმარებით, ამას მერიის სამსახურები შეგვატყობინებენ, დაზარალებული ოჯახების თაობაზე. თითო ეკლესია მეურვეობას გაუწევს თითო ოჯახს, რომელმაც ზარალი განიცადა. რა თქმა უნდა შესაძლებობის ფარგლებში ეკლესია დაეხმარება ასეთ შეჭირვებულ ოჯახებს და მათ უყურადღებოდ არ დავტოვებთ", - აღნიშნა მამა მიქაელმა.
დეკანოზის თქმით, ამ დღეებში ექნებათ ინფორმაცია დასახმარებელი ოჯახების შესახებ და თითო ოჯახი გადანაწილდება თითო ეკლესიაზე.
"შევეცდებით, ყველა მიმართულებით დავეხმაროთ დაზარალებულ ოჯახებს. დაწვრილებით, თუ როგორი იქნება ეს დახმარება, უახლოეს პერიოდში ჩამოვყალიბდებით", - აღნიშნა მამა მიქაელმა.
მისივე თქმით, თუ აუცილებლობა იქნება, დაეხმარებიან ასევე გარდაცვლილთა ოჯახებსაც, ხელისუფლება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის გარკვეულ დახმარებას გეგმავს, ეკლესიის დახმარება სავარაუდოდ სულიერების ფარგლებში იქნება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი