საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე გამოითქვა სურვილი დანერგვამდე განათლების სამინისტროს ახალი პროექტის განხილვა მოხდეს.
როგორც სხდომის მდივანმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უკანასკნელი წლებში განათლების სფეროში არა ერთი რეფორმა განხორციელდა. მისივე თქმით, დიდი ყურადღება ეთმობა ცოდნის ამაღლებას, მაგრამ აღინიშნა, რომ ამასთან ერთად უმნიშვნელოვანესია აღზრდის საკითხები.
"არის საუბარი ახალ პროექტზე, რომლის დანერგვას განათლების სამინისტრო აპირებს. ეს არის ახალი სახელმძღვანელოები III-IV და V-VI კლასელებისთვის, "მე და საზოგადოება", ასევე მეორე სახელმძღვანელოა "მე და სამშობლო". გამოითქვა სურვილი, რომ განათლების სამინისტრო ვიდრე იგი დანერგავს ამ საკითხს, ვიდრე სასწავლო პროგრამაში შეიტანს, მოხდეს ამ პროექტის განხილვა, როგორც ეკლესიის ასევე საზოგადოდ რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობით და ფართო საზოგადოების ჩართვით. შესაბამისად, ეს სახელმძღვანელო, რა თქმა უნდა, გამიზნულია სწორედ ამ მიმართულებით, რომ აღზრდის თემას ყურადღება დაეთმოს, მაგრამ რჩება მთელი რიგი საკითხები, რომელიც პასუხის გაცემას ითხოვს", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მისივე თქმით, განათლების კანონში საუბარია ეროვნულ ღირებულებებზე, სურვილი გამოითქვა განიმარტოს რას ვგულისხმობთ ეროვნულ ღირებულებებში. მეუფის განცხადებით, საჭიროა მეტი კონკრეტიკა, რათა აქაც ზედმეტი კითხვის ნიშნები არ იყოს.
წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარობდა. სხდომის განჩინება საპატრიარქოს უწყებაში გამოქვეყნდება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი