ნიკორწმინდის ეპარქიას ახალი ეპისკოპოსი ჰყავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ნიკორწმინდის ეპისკოპოსად არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი დაადგინა.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი თავდაპირველად თბილისში მოღვაწეობდა, ბოლო სამი წლის განმავლობაში კი მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იყო.
ნიკორწმინდის ყოფილი მიტროპოლიტი ელისე მარტის შუა რიცხვებში გარდაიცვალა და დღემდე ახალი მღვდელმთავარი დადგენილი არ იყო.
საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა უკვე დასრულდა.
სხდომას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობდა. სხდომა ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მღვდელმთავრები საპატრიარქოს შენობას ტოვებენ. მათ მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. წმინდა სინოდის სხდომის განჩინება სავარაუდოდ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი