ხვალ, 25 მაისს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმიდა სინოდის სხდომა, რომელიც დღის 12:00 საათზე დაიწყება. წმიდა სინოდი ეკლესიისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე იმსჯელებს და შესაბამის განჩინებებს გამოიტანს.
სხდომის ოქმი, ხვალ, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. როგორც დღეს, ბაგრატის საკათედრო ტაძარში, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ საკვირაო წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა, ის წმიდა სინოდის წინაშე დააყენებს საკითხს, გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამის, იმერეთის მეფის სოლომონ პირველისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) წმიდანად შერაცხვის შესახებ.
მიტროპოლიტმა კალისტრატემ განაცხადა, რომ ამ პირების კანონიზირებისათვის, წმიდა სინოდის სხდომას წარუდგენს შესაბამის მასალებს. ასევე, სავარაუდოდ, ხვალინდელ სხდომაზე მოხდება ნიკორწმინდის ეპარქიისთვის ახალი მღვდელმთავრის გამორჩევა, რადგან ნიკორწმინდელი მიტროპოლიტი ელისე (ჯოხაძე) მიმდინარე წლის მარტში გარდაიცვალა და ამჟამად ნიკორწმინდის კათედრა დაქვრივებულია.
შეგახსენებთ, რომ წმიდა სინოდი მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანო გახლავთ, რომლის თავმჯდომარეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ხოლო წევრები კი საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები - მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი.
წმიდა სინოდმა, შესაძლოა, მოქმედი სასულიერო პირების მიერ სოციალურ ქსელებში გამოვლენილ აქტიურობაზეც იმსჯელოს. სავარაუდოდ, ამ მიმართულებით რამდენიმე სასულიერო პირის მიმართ შენიშვნებსა და წინადადებებს სინოდის წევრები ერთმანეთთან შეათანხმებენ, შემდეგ კი მათდამი დაქვემდებარებულ ეპარქიებამდე დაიყვანენ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი