საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს მეფუტკრეობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, სამების ახალგაზრდულ ცენტრში მეფუტკრეობის კოლეჯი იხსნება, სადაც სწავლის მსურველებს ლექციებს და პრაქტიკულ საქმიანობას გამოცდილი მეფუტკრეები ჩაუტარებენ. მისივე თქმით, სამების ტერიტორიაზე გადმოტანილია ფუტკრის 25 სკა, პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.
"დიდი ხანია, ვფიქრობთ, როგორ დავეხმაროთ ხალხს, რა უნდა გააკეთოს ხალხმა. ერთ-ერთი სახე შრომისა არის მეფუტკრეობა. გამოცდილი ადამიანებისგან მომისმენია, რომ სცადეს მესაქონლეობა, მეღორეობა, მეცხვარეობა, მეფრინველეობა, მაგრამ ყველაზე სასარგებლო მეფუტკრეობა ყოფილა – ადვილი და შემოსავლიანი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენთან, სამებაში ახალგაზრდულ ცენტრში მეფუტკრეობის კოლეჯი იხსნება. სასწავლებელი რამდენიმეთვიანი იქნება, გააჩნია, ვინ როგორ აითვისებს. ზოგმა შეიძლება ეს საქმიანობა 1-2 თვეში აითვისოს, ზოგს შეიძლება ერთი წელიწადი დასჭირდეს. მეფუტკრეობა საოცარი და მადლიანი საქმეა – თაფლსაც იძლევა, სანთელსაც იძლევა და ჯანმრთელობასაც იძლევა. ვისაც გაინტერესებთ, შემოიტანეთ განცხადება და დაიწყებს სწავლას. ლექციებს და პრაქტიკულ საქმიანობას შეასწავლიან გამოცდილი მეფუტკრეები, რომელთაც აქვთ მრავალი წლის გამოცდილება. თქვენ იქნებით ბედნიერი, უზრუნველყოფილი გექნებათ ცხოვრება და ოჯახის ყოფა", - მიმართა მრევლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი