თუ ოჯახები მტკიცე იქნება, სახელმწიფოც მტკიცე და ურყევი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქმა საკვირაო ქადაგება მთლიანად ოჯახის მნიშვნელობის თემას დაუთმო. "როგორც თქვენ იცით, ღვთის ლოცვა-კურთხევით დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესასწაული. ამ დღესასწაულს ყველას გილოცავთ. მინდა შეგახსენოთ, რომ ოჯახი არის კაცობრიობის ფუძე და ფუძე სახელმწიფოსი. თუ ოჯახები მტკიცე გვექნება, სახელმწიფოც მტკიცე და ურყევი იქნება. დღეს მე მინდა დავლოცო საქართველოს ყველა ოჯახი, ოჯახის ყველა წევრი, ყველა პიროვნება, ვინც უფლის ჭეშმარიტი მადიდებელია და მისი გზით ცხოვრობს", - აღნიშნა ილია მეორემ.
პატრიარქის თქმით, ოჯახის სიმტკიცე არის ადამიანის ბედნიერების საკითხი. უწმინდესმა მრევლს ეფესელთა მიმართ პავლე მოციქულის წერილი წაუკითხა, სადაც ნათქვამია, რომ ქმარს უნდა უყვარდეს ცოლი, როგორც უფალმა შეიყვარა ეკლესია თვისი.
არქიდიაკვანმა დემეტრემ კი მრევლს ეფესელთა მიმართ პავლე მოციქულის წერილის ის ნაწილი წაუკითხა, რომელიც ოჯახს ეხება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი