ჩვენ ქრისტიანები ვართ და რა თქმა უნდა ტოლერანტული ნიჭი დაბადებიდან გვაქვს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში "მშვიდობით იარაღო" განაცხადა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, საქართველოს ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა უკავია, რომ გარშემო სხვადასხვა ერების და სარწმუნოების ხალხი გვახვევია. "ჩვენ მუდამ ვცდილობდით და ვცდილობთ, შემწყნარებლობა სუფევდეს ჩვენში. მე მახსოვს, როდესაც ქისტი სტუმრები ჩამოდიოდნენ ჩვენთან სახლში, მეგობრები იყვნენ ჩემი მშობლების, დედა და მამა საუკეთესო ოთახს ამზადებდა მათთვის, ფენდნენ ხალიჩებს, რომ იმათ თავისებურად ელოცათ. ჩვენ მეორე ოთახში ხატების წინ ვლოცულობდით და მერე ერთად ვსხდებოდით სადილზე", - აღნიშნა პატრიარქმა.
კითხვაზე, უნდა ვიყოთ თუ არა ტოლერანტულები განსხვავებულის, სარწმუნოების, შეხედულების ადამიანის მიმართ, ილია მეორემ განაცხადა, რომ უნდა ვიყოთ ტოლერანტულები, მაგრამ ამავე დროს უნდა გვახსოვდეს რა არის კეთილი და რა არის ბოროტი.
"ეს არ უნდა დავივიწყოთ. უნდა ვარჩევდეთ, მაგრამ ამავე დროს პატივი უნდა ვცეთ სხვა ადამიანის აზრს. შეიძლება არ გავიზიაროთ, მაგრამ პატივი მაინც უნდა ვცეთ განსხვავებული აზრის ადამიანს", - ბრძანა უწმინდესმა.
კითხვაზე, რამდენად ვახერხებთ ვიყოთ ტოლერანტულები, პატრიარქმა აღნიშნა, რომ "ამას ვახერხებთ". "ამიტომაცაა დიდი ქვეყნები და იმპერიები ისპობა, ჩვენ ვარსებობთ და ვიარსებებთ. საქართველო გადაარჩინა შემწყნარებლობამ, სხვების მიმართ პატივისცემამ", - განაცხადა ილია მეორემ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი