სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიჩნევს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
ამის შესახებ უწმინდესმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში "მშვიდობით იარაღო" განაცხადა. ამით პატრიარქი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და აფხაზეთთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა.
"ეს რთული პროცესია. მე მქონდა შეხვედრა ინგლისის დედოფალთან. მან თქვა - ძნელია პატარა ქვეყნისთვის დიდი ქვეყნის გვერდით არსებობა. რუსეთი დიდი ქვეყანაა და დიდი ქვეყანა მუდამ ცდილობს კიდევ უფრო მოემატოს ტერიტორიები. ზოგიერთი ქვეყანა დაავადებულია ასეთი სენით, ტერიტორიის სენით და უნდა რომ მიუმატოს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ უვლის იმ არსებულსაც და მაინც ცდილობს დაიკავოს სხვისი ტერიტორია", - განაცხადა პატრიარქმა.
ილია მეორე ფიქრობს, რომ უნდა გამოინახოს საერთო ენა, გზები. "ევროპის ქვეყნები, დემოკრატიული ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები 20 წელია გვეუბნებიან, რომ ისინი მხარს გვიჭერენ, მაგრამ რუსეთი მაინც თავისას აკეთებს. ამიტომ ჩვენ, მათთან ერთად, უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება რუსეთთან. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ, რომ ის პოლიტიკა, რასაც რუსეთი აწარმოებს, უარყოფითად მიუბრუნდება თვითონ რუსეთს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სეპარატიზმი არის გადამდები სენი და ისევ რუსეთს მიუბრუნდება ეს. ასე რომ, ხელისუფლებამ უნდა გააანალიზოს მდგომარება და უნდა გამოვნახოთ გზები, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ხანდახან ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი და ცხინვალი. ჩვენ არ დაგვიკარგავს, ჩვენ დროებით ვერ ვაკონტროლებს ამას და ისევ ჩვენთან დაბრუნდება. აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენთან უფრო ბედნიერი იქნებიან ისინი, ვიდრე რუსეთთან, ასეთ დიდ ქვეყანასთან", - განაცხადა პატრიარქმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი