სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბორან Norman Atlantic–ზე მამა ილია კარტოზიას დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.
როგორც პატრიარქმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, მამა ილია კარტოზიას შეეძლო გადარჩენა, თუმცა თავისი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო.
"გარდაიცვალა ჩვენი მოძღვარი, არქიმანდრიტი ილია. გემს მოეკიდა ცეცხლი. მას შეეძლო გადარჩენილიყო, თუმცა თავისი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო. თვითონ ჩავარდა ზღვაში და ზღვაში დაიღუპა. ღმერთმა აცხონოს და ნათელში ამყოფოს მისი სული", - ბრძანა პატრიარქმა.
გასულ კვირას, ადრიატიკის ზღვაში, ბორან Norman Atlantic–ზე ხანძარი გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.
ბორანზე ხანძარს ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი