ახალი წლის დადგომამდე და პირველ იანვარს, მრევლს თევზის მიღება შეეძლება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მმარხველებისთვის თევზის მიღება მხოლოდ 31 დეკემბრის ბოლო საათებში და პირველ იანვარს არის შესაძლებელი.
"ვინაიდან 2 იანვარი პარასკევია, ამდენად 2 იანვარს მმარხველებისთვის თევზის მიღებაზე კურთხევა არ არის", - აცხადებენ საპატრიარქოში.
40-დღიანი საშობაო მარხვა 28 ნოემბრიდან დაიწყო და 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება. მარხვა მორწმუნეებს უფლის შობის დღესასწაულისთვის ამზადებს.
25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლოთ. 2 იანვრიდან 7 იანვრამდე მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი