სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს კურთხევა მისცა, რომ საქართველოს გაძლიერებისთვის ღვთისმშობლის ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღე" დღეში თორმეტჯერ თქვას.
როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, საქართველო დაცული უნდა იყოს ხილული და უხილავი მტრებისგან. "ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, რომ დაცული იყოს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისგან. ამიტომ, გეძლევათ ლოცვა-კურთეხევა, რომ თქვათ ღვთისმშობლის ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღე" დღეში თორმეტჯერ", - ბრძანა ილია მეორემ.
მანვე დღევანდელი ქადაგებისას სიკეთისა და ბოროტების გარჩევაზე ისაუბრა. უწმინდესის თქმით, ქართველი ხალხი უკვე გრძნობს და არჩევს სად არის კეთილი და სად არის ბოროტი.
"სახარებაში ვკითხულობთ, რომ სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი. ადამიანი უნდა დაფიქრდეს, რა არის საუნჯე და სად უნდა იყოს ჩვენი გული. ეს ცხოვრება ჭრელია. სად არის საუნჯე და სად არ არის, სად არის სიმართლე და სად არის სიყალბე, ძალიან ძნელი გასარჩევია. ამიტომ, ღვთის ძალით და ღვთის მადლით უნდა გაეხსნას ადამიანს გონება, რომ იცნოს სად არის კეთილი და სად არის ბოროტება. ჩვენი ხალხი უკვე გრძნობს და არჩევს სად არის კეთილი და სად არის ბოროტება", - აღნიშნა უწმინდესმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი