თავდაცვის სამინისტრო გიორგი ანწუხელიძის დედის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
18.11.2014
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დედის, ლილი ანწუხელიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დედის, ლილი ანწუხელიძის გარდაცვალების გამო. ლილი ანწუხელიძე დღეს დილით 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლილი ანწუხელიძეს ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში დაკრძალავენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს სრულად დაფარავს",-ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.