წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით სამართალდამცველებმა 15 და17 წლის ახალგაზრდები დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , წარსულში ქურდობაზე ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული დავით ლ. და 1997 წელს დაბადებული გიორგი ე. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის ჯგუფურად გაქურდვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულებმა, 14 ოქტომბერს, ღამის საათებში, თბილისში, ქინძმარაულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის კარი შეამტვრიეს და შესაწირის ყუთი გატეხეს, საიდანაც ფული მიითვისეს. დამნაშავეებმა ასევე ჯვრები, ხატები და საეკლესიო სხვადასხვა ნივთი გაიტაცეს.
სამართალმდაცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად დავით ლ. და გიორგი ე. მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს. დავით ლ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პატარა ხატები, გიშრით გაწყობილი ოქროს ჯვარი, ფსალმუნები, ორი კრიალოსანი, ძეწკვები და ბეჭედი, ხოლო გიორგი ე-ს ბინის ჩხრეკისას საეკლესიო სამაჯური და ასევე ბეჭდები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი