სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფროსი ძმა, ბერი გიორგი დაკრძალეს.
დაკრძალვამდე გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა. პანაშვილის დროს, ტაძარში პატრიარქისა და ოჯახის წევრებისთვის მისასამძიმრებლად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იმყოფებოდნენ. პანაშვიდის ბოლოს პატრიარქმა უფალს შესთხოვა, ბერი გიორგის სული ცათა სასუფეველში, წმინდანთა შორის დაამკვიდროს. უწმინდესმა სამოქალაქო პანაშვიდებს მისულებს მადლობაც გადაუხადა.
სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში დღეს ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
რამდენიმე მეუფის მიერ შესრულდა პანაშვიდი და გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად აღევნილა წირვა.
ბერი გიორგი (ვიქტორ შიოლაშვილი) პარტიარქმა ბერად 2013 წლის 4 სექტემბერს აღკვეცა.
იხილეთ ვიდეო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი