ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მტერმა არ გაბედოს საქართველოში შემოსვლა. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
ქადაგებისას უწმინდესმა ქართულ ჯარზე ისაუბრა და კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელ წირვას დაესწრო ჯარის ნაწილი.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო ასეთი მომზადებული ჯარი საქართველოს რომელიმე ტაძარში ყოფილიყო.
"ყველაფერი იცვლება და ჩვენც ვიცვლებით; უკეთესობისკენ ვიცვლებით. მე მოხარული ვარ, რომ ჯარის ნაწილი იმყოფება აქ. ხალხი უყურებს მათ, როგორც საკუთარ შვილებს, გაუცხოება რაც იყო, აღარ არის. ეს არის ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება, რომ წირვას ესწრება ჯარის ნაწილი", - აღნიშნა პატრიარქმა.
პატრიარქმა დღევანდელ დღეს განსაკუთრებული უწოდა, რადგან როგორც უწმინდესმა აღნიშნა, დღეს თავდაცვის სამინისტროსთან თანადგომისა და თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერება ხელი.
"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი უყურებდეს ჩვენს ჯარს, როგორც საკუთარ შვილებს და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მშვიდობიანად გრძნობდეს ჯარი თავს და არასოდეს არ იყოს გამოყენებული. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თუ გინდა მშვიდობა, უნდა შეიარაღდე და ამიტომ ჯარი უნდა იყოლიო. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მტერმა არ გაბედოს საქართველოში შემოსვლა და გალაშქრება. ჩვენ ვიყავით დიდგორზე და უნდა ითქვას, რომ დიდგორი არ დამთავრებულა. როგორც ადრე ვთქვით, სანამ იქნება დედამიწა, დიდგორი იქნება", - აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, ადამიანის ცხოვრება მუდმივი განსაცდელი და გამოცდაა. პატრიარქმა უფალს სთხოვა, მოგვცეს ძალა იმისა, რომ საქართველოს ააცილოს ეს გამოცდა.
პატრიარქი ქადაგებისას მსოფლიოში არსებულ ვითარებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ის სიტუაცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია, ძალიან საშიშია.
უწმინდესმა იმედი გამოთქვა, რომ მშვიდობა დაისადგურებს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი