საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს საზღვრების დამცველი ივერიის ღვთისმშობლის ხატი - "სამანთ მფარველი" აკურთხა. საზღვრების დამცველი ღვთისმშობლის ხატის შექმნის შესახებ იდეა ქართველი მესაზღვეების მოძღვარს, სვეტიცხოვლის დეკანოზ, მიქაელ მაჭარაძეს ეკუთვნის.
მისი ინიცატივით, მესაზღვრეთა შემოწირულობებით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით, დაიწერა ხატი - "სამანთ მფარველი ("სამანი" ძველი ქართული სიტყვაა და საზღვარს ნიშნავს).
სვეტიცხოველში პატრიარქმა სასაზღვრო პოლიციის სხვადასხვა სამმართველოებში დაბრძანებული საზღვრის მფარველი ხატებიც აკურთხა, თავად დედა ხატი კი სასაზღვრო პოლიციის სამმართველო "ყაზბეგში", სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაშია დაბრძანებული. უწმინდესმა სვეტიცხოველში ქადაგების დასასრულს მესაზღვრეებიც დალოცა.
"პატრიარქის დალოცვა თითოეული ჩვენგანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მოხდა კურთხევა ხატების, რომლებიც სასაზღვრო პოლიციისთვის დაიწერა. უწმინდესმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა ჩვენს საქმიანობაში", - განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზურაბ გამეზარდაშვილმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი