დავიბადე და გავიზარდე თბილისში. სკოლაც აქ დავამთავრე. რის შემდეგაც ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. დამთავრების შემდეგ სწავლა გავანგრძელე საქართველო-საბერძნეთის ჰუმანიტარულ აკადემიაში ჟურნალისტიკის განხრით. სწავლასთან ერთად ვმუშაობდი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1992 წლიდან ვაქვეყნებდი სტატიებს გაზეთებში - "საქართველოს რესპუბლიკა“, "დილის გაზეთი“, "მთავარი გაზეთი“, "დრონი“, "თბილისი“, "კვირის პალიტრა“. ვარ ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ჩემთვის საყვარელ ჟურნალ "კარიბჭეში“ თითქმის დაარსებიდან ვმუშაობ. პარალელურად ვთანამშრომლობ ჟურნალ "ისტორიანში“.
თორმეტ მოციქულთა შორის პირველად უფალმა წმინდა ანდრია მოციქულს მოუწოდა, ამიტომ მას პირველწოდებული ეწოდება. "მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა", -ამ სიტყვებით იხმო წმინდა ანდრია და მისი ძმა, მოციქული პეტრე, როდესაც ისინი გალილეის ზღვის ნაპირას თევზაობდნენ.