არსენ I, არსენ დიდი, არსენ საფარელი (დაახლოებით 820/830 ― გ. 877/887) ― ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი. ხსენების დღე ― ახალი სტილით 8 ოქტომბერი (25 სექტემბერი).
ცნობები მისი ბიორგაფიიდან გიორგი მერჩულის "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამ" შემოინახა. არსენ I, სამცხის დიდი ფეოდალი მირიანის ძე, 6 წლისა იყო, როდესაც გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა თეოდორემ და ქრისტოფორემ ხანძთის მონასტერში წაიყვანეს. იქ კარგი აღზრდა-განათლება მიიღო. მამამისმა საეკლესიო კრების დაუკითხავად ქართლის კათოლიკოსად დაადგინა. ქართლის ეპისკოპოსებმა მიიმხრეს მამფალი გუარამ დიდი, საეკლესიო კრება მოიწვიეს და "მძლავრობით" დადგენილი კათოლიკოსის წინააღმდეგ გაილაშქრეს, მაგრამ გრიგოლ ხანძთელს არსენ I-თვის დაუჭერია მხარი და კრებას იგი კათოლიკოსად დაუმტკიცებია.
არსენ I-ს მიეწერება პოლემიკური თხზულება "განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა", რომელიც ეხება ქართველ-სომეხთა სარწმუნოებრივი ურთიერთობასა და განხეთქილების ისტორიას, მიზნად ისახავს "განყოფის" ისტორიულ-პოლიტიკურ და სარწმუნოებრივ-დოგმატიკურ მიზეზების გარკვევას. ზოგი მკვლევარი ამ თხზულების ავტორად თვლის არსენის სახელით ცნობილ სხვადასხვა მოღვაწეს (VII საუკუნის არსენ კათოლიკოსს, X საუკუნის არსენ II კათოლიკოსს, არსენ იყალთოელს).                
                
                - მთავარი
 - ჩვენ შესახებ
 - ეკლესია
 - ქრისტიანული ცხოვრება
 - რწმენა
 - წმინდანები
 - სხვადასხვა
- ახალი ამბები
 - დიასახლისის გვერდი
 - სწავლებანი
 - ერისკაცობიდან მღვდლობამდე
 - ქრისტიანული საიდუმლო
 - ქრისტიანული სიმბოლიკა
 - ცოდვა
 - ისტორია
 - ანგელოზები
 - ამბიონი
 - კითხვა-პასუხი
 - ეს უნდა ვიცოდეთ
 - ცრუ მოძღვრებები
 - სხვა რელიგიები
 - სხვადასხვა
 - მკითხველის გვერდი
 - ეპისტოლენი, ქადაგებები
 - ნამდვილი ამბები
 - სასწაულები
 - წაუკითხეთ პატარებს
 - ჩემი სოფელი
 - ქართული გვარები
 - ქართული ანბანი
 - რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
 
 - წმინდა წერილი
 - წიგნები
 - ლოცვანი
 



                                    
                                    

                                        
                                        
                                        
                                        
                                        
                                        
                                        
                                        
                                        
                                        
            