ვნების კვირის ორშაბათის სწავლება - სიმდაბლისა და მოთმინებისათვის
ვნების კვირის ორშაბათის სწავლება -  სიმდაბლისა და მოთმინებისათვის
წმიდა თეოდორე სტუდიელი

ძმანო და მამანო! დღევანდელი დღე წმიდა და თაყვანსაცემელია, რადგან სწორედ ამ დროიდან იწყებს უფალი, ჩვენი ცოდვების გამო, ჯვარზე ვნებას. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "რად აღიძრნეს წარმართნი, და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეჰკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის!" შეიკრიბა ერი და ბოროტი განიზრახა მეუფისათვის, მზაკვარი იუდა უარყოფს სახიერ მოძღვარს და ცრუ ამბორის-ყოფით გასცემს მას. შეკრულს მიიყვანენ და სიცრუის სამსჯავროზე წარადგენენ უფალს. განკიცხავენ და შეასმენენ, ის კი მიუგებს, თანაც რაოდენ საშინელი სასმენელია ეს მიგება! - სულგრძელებით აიტანს მონისაგან ყვრიმალში ცემას და ეტყვის: "უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, ჰსწამე ბოროტისათვის, ხოლო უკუეთუ კეთილსა ვიტყვი, რაისათვის მცემ მე?" და შემდეგ განიკითხავენ, განბასრავენ, შეურაცხყოფენ, აყუედრებენ, შეანერწყვავენ და ჯვარზე გააკრავენ!

მაგრამ მიმსჭვალულიც კი მტერთათვის ილოცებს: "მამაო, მიუტევე ამათ ცოდვაჲ ესე, რამეთუ არა იციან, რასა იქმან!" ბოლოს ნაღველის გემოსაც იხილავს და თავს იდებს სიკვდილს! ეს ყოველივეა ვნებანი მეუფისა, რომელიც ჩვენთვის შეიმთხვია. ისინი, ვინც გულისხმისყოფით ისმენენ, არ განრისხდებიან, არც გალანძღავენ და ძმაზე არ ამაღლდებიან; არ იქნებიან მოშურნენი და დიდების მოყვარულნი, არამედ თავს დაიმდაბლებენ, შეიმუსრავენ, მიწითა და ნაცრით შეურაცხყოფენ და ისურვებენ, გაიზიარონ ქრისტეს ვნებანი და სიკვდილი.

იჩქარებენ, რათა მისი აღდგომის დიდება შეიგრძნონ. თქვენც ნუ გეშინიათ, შვილნო. მართალია, თქვენც ეზიარეთ და კვლავაც ეზიარებით ქრისტესთვის ვნებებს, მაგრამ იხილეთ კი, სად ხართ, თქვენც რომ იდევნებით? მისი სიტყვისა და მცნებისათვის განა ნაკლები სისხლი დაღვარეთ და მცირედი პყრობილება გადაიტანეთ, ვიდრე რამოდენიმე ძმამ, რომელიც მოწამეობრივ ტანჯვაში აღესრულა და უფალთან წავიდა? ეს ყოველივე უკვე უფლისმიერი სიქადული და მისგან ბოძებული ნიჭია!

და რადგან დასაწყისიდან ვიდრე აღსასრულამდე კაცის ნეტარება არაა მტკიცე, სწრაფად ცვალებადი და ადვილად მერყევია, და არც ის ვიცით, თუ რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე, გევედრებით, შეურყვევლად და შეუცვლელად, განუყოფლად იდექით უფალთან; ამგვარი გონებით თანამოღვაწენი გავხდეთ სახარების ჭეშმარიტებისა და ნუ მოგვინადირებს რაიმე წინააღმდეგობა და ნუ დაგვცემს დაბრკოლებანი, პირიქით, ყველას წარვუდგინოთ ჩვენი თავი ღვთისმსახურის მორჩილებით, სიმდაბლით, სიმშვიდით, სულგრძელებითა და ჭირთა თმენით, რადგან ღვთის ნების აღსრულებისათვის ძლიერი მოთმინება გვმართებს. ახლოა დღე უფლის მოსვლისა, მომავალი ერთ წუთში მოვა და არ დააყოვნებს! ხოლო ჩვენ რად უნდა გვეწყინოს მისი მოსვლა?

განა არ გვირჩევნია ჭირთა შინა სიკვდილი მეუფისათვის? რადგან დაწერილია: "უკუეთუ მისთანა მოვჰსწყდეთ, მისთანაცა ვსცხონდეთ; უკუეთუ დავითმინოთ, მისთანა ვჰსუფევდეთ; უკუეთუ უვარ ვჰყვნეთ, მანცა უვარ მყუნეს ჩუენ; უკუეთუ ურწმუნო ვიქმნეთ, იგი სარწმუნოდ ჰგიეს და უვარყოფად თავისა თვისისა ვერ ძალუძს". რაოდენი სიხარულით აღივსებიან წმიდანნი, როდესაც იხილავენ ანგელოზებთან ერთად მომავალ უფალს მთელი თავისი ძლიერებით; გამოუთქმელი სიხარულით მოუწოდებენ, გვირგვინს უბოძებენ და უკუნისამდე შეერთვებიან მათ! ხოლო უფლის მცნების ურჩთ და სახარების შეურაცხმყოფელთ ფრიადი სატანჯველი შეემთხვათ - წინასწარმეტყველების თანახმად, როდესაც უფალი მოვა დიდებითა და ყოველთა მოწმუნეთა გასაკვირად, ისინი დაისჯებიან, საუკუნოდ მოისვრებიან ღვთისაგან. ეს ყოველივე განვიცადოთ ძმანო, გულისხმავყოთ, კიდევ უფრო განვიწმიდოთ თავები ხორცისა და სულის შეგინებისაგან და ვაკეთოთ სიწმიდე ღვთის შიშით!

გვსურდეს უმჯობესი; განვეშოროთ ბოროტს და შევერთოთ ძმათმოყვარების სიკეთეს, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, ნუ ვიქნებით მცონარენი - სულით მდუღარენი ვმონებდეთ უფალს, ვსასოებდეთ, დავითმინოთ ჭირი და მოკრძალებით ვილოცოთ, რათა ასეთი გულმოდგინებით ვიდღესასწაულოთ მოახლოებული აღდგომა და ღირსნი გავხდეთ, მივემთხვიოთ საუკუნო შვებას კეთილისა, ბოძებულს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში ქრისტიანების პირველი დიდი დევნა ნერონის დროს დაიწყო, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat