როდესაც ნაწყენი ხარ ვინმეზე ან დამცირებული ხარ, ერიდე მრისხანებას, რათა მან არ განგაშოროს სიყვარულს და არ გიბიძგოს სიძულვილისაკენ
როდესაც ნაწყენი ხარ ვინმეზე ან დამცირებული ხარ, ერიდე მრისხანებას, რათა მან არ განგაშოროს სიყვარულს და არ გიბიძგოს სიძულვილისაკენ
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი:
ღვთის მოყვარული ამჯობინებს ღვთის შემეცნებას ყველა მისი ქმნილებისაგან. ვისი გონებაც ამ გრძნობით არის მიჯაჭვული ღმერთზე, იგი არაფრად აგდებს ყველა ხილულს, თვით თავის სხეულსაც კი, თითქოს უცხო იყოს. სიყვარული არის კეთილგანწყობილება სულისა, რომელიც არაფერს არსებულს არ ამჯობინებს ღვთის შემეცნებას. მაგრამ ასეთ მოსიყვარულე განწყობილებამდე შეუძლებელია მივიდეს ის, ვისაც აქვს სიყვარული რამე მიწიერისა ან სიძულვილი თუნდაც ერთი კაცისა. ნეტარია ის, ვისაც ყველას თანაბრად სიყვარული შეუძლია.

***
ღმერთს ვიცნობთ არა არსებით, არამედ მისი დიდებული ქმნილებებით და მათზე გამოჩენილი უფლისმიერი განგებულებით. მათში, როგორც სარკეში, ვჭვრეტთ ღვთის უსაზღვრო სახიერებას, სიბრძნესა და ძალას.

***
დემონს არც უბიწოება სძულს და არც მარხვა ეზიზღება, მსგავსად ამისა, არც ქონების გაცემა, არც სიმდაბლე, არც ფსალმუნთა გალობა, არც სიბეჯითე წიგნთა კითხვისადმი, არც განმარტოება, არც მაღალი გონებამჭვრეტელობა, არცა მიწაზე წოლა (იგულისხმება ზოგადად ასკეტური მოღვაწეობა), არც მღვიძარება, არც სხვა რაიმე, რითაც ხასიათდება ღვთისთვის სათნო ცხოვრება - მანამდე, სანამ ამ საქმეთა აღსრულების მიზანი მისთვის რითიმე სასარგებლოა.

***
ვინც სცოდავს, შეინანებს და ისევ მიუბრუნდება იმავე ცოდვას, მისი სინანული უნაყოფო იქნება, მეტადრე - თუ იმავე ცოდვაში მოკვდა.

***
თუ მართალი სიმართლეს გადაუდგა, ცოდვისაკენ მიიქცა და ისე მოკვდა, ჩადენილი სიმართლე ვეღარ იხსნის, და თუ ურჯულო მოიქცა და ღვთის მცნება აღასრულა, ცხონდება.

***
ვინც კეთილ საქმეში წარემართა და ისევ პირველსავე ცოდვას დაუბრუნდა, მას არათუ შრომის სასყიდელი დაეკარგება, არამედ სასჯელის ღირსიც შეიქნება, რადგან კეთილის გემო იხილა და მერმე კვლავ შეურაცხყო იგი.

***
როგორც ღრმა ორმოში ჩავარდნილი კაცი თავისთავად ვერ ამოვა, ისევეა ცოდვაში ჩავარდნილისათვის საჭირო სულიერ კაცთა შემწეობა.

***
ამპარტავნის სული დიდ სიმაღლეზე ადის და იქიდან თავის თავს წარწყმედის უფსკრულში აგდებს.

***
კაცი ხარ უძლური, ბუნებით ეგე წესსა ზედა ბუნებისასა. მეცნიერ იყავ ნათესავისა შენისა, რამეთუ ერთისა ბუნებისანი ხართ და ნუ უარყოფ ამპარტავნების გამო თვისებასა ბუნებისასა. თუმცა მოყვასი შენი მდაბალი იყოს და შენ დიდებული, ორივენი ღვთისაგან ხართ დაბადებულნი, ამიტომ უნდოსა და მდაბალს ნუ შეურაცხყოფ, რადგან იგი უფრო მტკიცედა სდგას, ვიდრე შენ და არც ადრე დაეცემა, ხოლო თუ მაღალი დაეცა, მსწრაფლ შეიმუსრება.

***
მდაბალი სიტყვა წამალია სულისა, ხოლო ამპარტავნის ზრახვა სავსეა სილაღითა. მდაბლის ლოცვას შეისმენს უფალი, ხოლო ამპარტავნის ლოცვა კი ვერ მიაღწევს უფლის წინაშე.

***
როდესაც ნაწყენი ხარ ვინმეზე ან დამცირებული ხარ, ერიდე მრისხანებას, რათა მან არ განგაშოროს სიყვარულს და არ გიბიძგოს სიძულვილისაკენ.
ბეჭდვაელფოსტა
27.08. 2014
Tamaz Cankashvili
აქ მგონია უნებური შეცდომის ფაქტთან გვაქვს საქმე:,,მდაბალი(უნდა იყოს,მდაბალის) სიტყვა წამალია სულისა, ხოლო ამპარტავნის ზრახვა სავსეა სილაღითა. მდაბლის ლოცვას შეისმენს უფალი, ხოლო ამპარტავნის ლოცვა კი ვერ მიაღწევს უფლის წინაშე.''
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ამისა შემდგომად ჰპოვა იგი იესო ტაძარსა მას შინა და ჰრქვა მას: აჰა ცოცხალ იქმნენ, ნურღარა სცოდავ, რათა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ (იოან. ე,იდ)
მაცხოვარმან, ვითარცა გვესმა დღეს წარკითხულისა სახარებისაგან,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat