ჩვენთვის მთავარია მართლმადიდებლობა დავიცვათ ისე, როგორც დაიცვეს ჩვენმა წინაპრებმა ათასწლეულების განმავლობაში, სისხლის ფასად
ჩვენთვის მთავარია მართლმადიდებლობა დავიცვათ ისე, როგორც დაიცვეს ჩვენმა წინაპრებმა ათასწლეულების განმავლობაში, სისხლის ფასად
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა და დიდ კრებაზე. ამის შესახებ დღეს საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს მღვდელმთავრებმა განუცხადეს.

"სწორედ ამაზე სამსჯელოდ ვართ ახლა, ჩვენი აზრი კონსოლიდირებული იქნება და არგუმენტირებული მივიღებთ თუ არა მონაწილეობას", - განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროლპოლიტმა ანტონმა.

წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ასევე ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ.

"ახალი გარემოებებია და ვილოცოთ, რომ საქართველოს ეკლესიამ როგორც ყოველთვის გააცხადოს ნება ღვთისა და გააკეთოს სწორი არჩევანი", - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფეებმა შესაძლოა განიხილონ საბერძნეთში, კრეტაზე გასამართ მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდ კრებაზე მიიღებენ თუ არა მონაწილეობას.

"მივესალმებით, ამ შემთხვევაში, თუ ავერიდებით ამ განსაცდელს. არის საკითხები, რომელიც დოგმატური საკითხების დარღვევას შეიცავს, ეკუმენისტური აზროვნებისა და მოძრაობის სახით, რომელიც კატეგორულად ემიჯნება მართლმადიდებლურ სწავლებას. ჩვენთვის მთავარია მართლმადიდებლობა დავიცვათ ისე, როგორც დაიცვეს ჩვენმა წინაპრებმა ათასწლეულების განმავლობაში, სისხლის ფასად", - განაცხადა მეუფე პეტრემ.
სავარაუდოდ წმინდა სინოდის განჩინება დღესვე გახდება ცნობილი.

მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში (შამბეზში) 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა.

მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდი კრებაზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე როგორიც არის: მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებელს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა. ამ საკითხებთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.
ბეჭდვაელფოსტა
09.07. 2016
სტუდენტი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მორალურად და ინტელექტუალურად დიდი ხანია გაკოტრდა, ესღა დაგრჩათ აირჩიოთ იზოლაციის გზა! იმიტომ რომ მოჯადოვებულ წრეში ხალხს ადვილად მართავთ. კრებაზე არ წახვედით ვინაიდან რუსეთს არ სურდა ან შესაბამისი საღვთისმეტყველო ცოდნა არ გაგაჩნიათ, რათა თქვენი პოზიციები წარმოგეჩინათ. ნუ საერთოდ თუ გაქვთ სწორი ქრისტიანული საღვტისმეტყველო პოზიციები. სავარაუდოდ ორივე ვერსიაა სწორი!
10.06. 2016
,,წმინდა და დიდი კრება"
,,ის, ვინც სათანადო ანათემას არ გადასცემს ყველა მწვალებელს, ისე როგორც ამას ეკლესია მოითხოვს, დაე მათი ხვედრის ღირსი იყოს! “-ბრძანებს წმ. თეოდორე სტუდიელი. ერთის მხრივ, საუკუნო ხსენებით იმკობიან მართლმადიდებლობის აღმსარებლები, და ამავე დროს საუკუნო წყევლა და შეჩვენებას გადაეცემიან მწვალებლები: -,,კუალადცა ვიტყვით - ყოველნიმცა მწვალებელნი შეჩუენებულ არიან! ყოველნიმცა მართლმადიდებელნი კურთხეულ არიან! ყოველთა მართლმადიდებელთა წელნიმცა მრავალ არიან! ყოველთა მართლმადიდებელთა საუკუნომცა არს ხსენება! ყოველნი მწვალებელნი საუკუნომცა შეჩუენებულ არიან! ყოველთა მწვალებელთა საუკუნომცა არს წყევა და დაუსრულებელი შეჩუენება!” ანათემატიზმს საფუძვლად უდევს, წმ. პავლე მოციქულის კანონი:-,,დაღათუ ჩუენ, გინათუ ანგელოზი,ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულნ იყავნ(გალ1;8).“
10.06. 2016
ჯულიეტა კარკაძე
დაე იყოს ნება ღვთისა,უპალმა მოგვანიჭოს საღი აზრი და შეგვაძლებინოს ჭეშმარიტი სარწმუნოების დამოწმება ,ტუკი მართლა წმინდა და დიდი კრებაა,ჭეშმარიტად წმინდა იქნება.და ჩვენი უწმინდესი როგორ არ მიიღებს მონაწილეობას ,მაგრამ იქნება კიი ვინ იცის რისთვის არის მზადება,ღმერტმა გააძლიეროს ჩვენი პატრიარქიქართველი ერის ნათელ გზაზე გასაყვანათ., ისე, როგორც გააძლიერა მოსე თავისი,ანუ ებრაელი ერის გადასარჩენათ.ამინ
სხვა სიახლეები
19.04.2025
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უფლის ბრწყინვალე აღდგომის მეორე კვირა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეა. მარიამ მაგდალინელი, ლაზარეს დები მართა და მარიამი, სალომე, იოანა, სუსანა და სხვები...

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat