დეკანოზი შიო პაიჭაძე: ლიბერალური ფასეულობების მქონე ადამიანები ამტკიცებენ, რომ ერთსქესიანთა ქორწინებაც ოჯახია და ზნეობრივი ნორმა
02.03.2016
"მე და საზოგადოება"
"კარიბჭის" მკითხველს ცოტა ხნის წინ შევთავაზეთ განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში შემოთავაზებული
ახალი საგნის-"მე და საზოგადეობის" ფუნქტობრივად განხილვის ნაწილი. ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვართან დეკანოზ შიო პაიჭაძესთან ერთად კვლავ გთავაზობთ საუბრის გაგრძელებას.
- ჩვენმა პარლამენტმა რამდენიმე ხნის წინ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც გარკვეულწილად მოსამზადებელი ნიადაგი გახდა იმისა, რომ მსგავსი ტიპის ევროპული გადაგვარებები ლეგიტიმური გამხდარიყო ისეთ ქრისტიანულ ქვეყანაში, რომელსაც ერთი წმინდა საკურთხეველი აქვს და მისი სულით საზრდოობს.მრავალი ადამიანი ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ანტიქრისტე ადგილს ვერ დაიმკვიდრებს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მომავალი თობა ნელ-ნელა ეთიშება ჭეშმარიტების წყაროს. ათეიზმი იწყებს გაბატონებას უმაღლეს სასწვლებლებში და თავად ზოგიერთი ვაი ლექტორი იმასაც კი ასწვლის, რომ მართმადიდებლობა მოძველებული ცნობიერებაა და უნდა დავამთავროთ საქართველოშიო. ქრისტეს სწავლება უცვალებელია და უხრწნელი. იგი მარადიულია და ზეციური.
რა გვევალება ჩვენ ეკლესიის მამებს, ინტელიგენციას, საზოგადოებას, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები და სკოლა, რომელსაც ჩვენი წინაპარი ცოდნის ტაძარს უწოდებდა, ისევ ცოდნის ტაძრად ვაქციოთ და შევცვალოთ სახელითა უფლისათა შევეწინააღმდეგოდ მსგავს დემონურ გამოწვევებს და დავდგეთ მტკიცედ და შეურყევლად. ერთობა გადაგვარჩენს ამინ!
ჯგუფის სიდიდე – 8-15 ბავშვი.
სავარჯიშოების ტიპი – ამბის თხრობა, დისკუსია.
სავარჯიშოს აღწერა – ცნობილი ზღაპრის მოყოლა, რომელშიც პერსონაჟებს სქესი აქვთ შეცვლილი, რასაც გენდერულ სტერეოტიპებზე დისკუსია მოჰყვება." (გვ. 112)
შევხედოთ ამ დემონურ გამოვლინებას, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ამ სახელმძღვანელოში. სწორედ ეს დესტრუქციული ძალები ზრუნავენ იმაზე, რომ ბავშვებს პატარაობიდანვე შთაუნერგონ ის გადაგვარება, რომელსაც სქესის შეცვლა ჰქვია. ადვილად შეიძლება ითქვას, რომ ამის მოდური პოპულარიზაცია მიდის, რათა მომავალმა თაობამ ეს ბუნებრივი გადაგვარება ნორმად მიიჩნიონ. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "ჯოჯოხეთი, რომ არ არსებულიყო ალბათ ჰომოსექსუალიზმი ჩაანაცვლებდა მასო". ეს სიტყვები ყველაფრის მთქმელია და სწორედ ამიტომაც განსაკუთრებით ებრძვიან ეკლესიას, რომელიც რეალურ წინააღმდეგობას უწევს ამ გადაგვარებას.
მოგეხსენებათ, რომ ბავშვის ფსიქოლოგია პლასტიურია და ჩამოუყალიბებელი. ის სწორედ სკოლაში და ოჯახში განიცდის ჩამოყალიბებას, რომელსაც სწორი განვითარების საშუალება უნდა მიეცეს და როდესაც ჩვენ მსგავსი შეგონებებით და სწავლების მეთოდით შევალთ სკოლაში რას გმოიწვევს ეს? არა მარტო ღმერთისგან და ზნეობისაგან განდგომას, არამერდ სახელმწიფოებრივი აზროვნების სტაგნაციასაც გამოიწვევს. მაგალითად: ჰომოსექსუალიზმი, ტრანსგენდენი, და მსგავსი გადავარების მქონე ადამიანები სამშობლოს დაიცავენ? სახელმწიფოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ? შვილებს გააჩენენ და გაამრავლებენ ერს, რომელიც დღემდე მოვიდა ლოცვითა და სამშობლოს დაცვისათვის ბრძოლით? ნუთუ ხელისუფალი არ უნდა დაფიქრდეს, როცა მსგავს სწავლებას გეგმავს სკოლაში, რას ვეტყვით ჩვენ, ჩვენს სამშობლოს? წმინდა ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: "ხელისუფალი, რომელიც არა დაუდევს ერის ხმას და სამშობლოს სამსახურში თუ არ ჩადგება ავაზაკთა ბრბოს დაემსგავსებაო".
• "ოჯახი და ალტერნატიული მზრუნველობა
რა არის ოჯახი?
"ტრადიციული" ოჯახის გარდა, რომელიც გულისხმობს დაქორწინებულ მშობლებსა და ბიოლოგიურ ბავშვებს, ევროპელები სხვა ოჯახებადაც ცხოვრობენ, როგორიცაა:
ოჯახი, რომელიც ერთი სქესის მშობლებისგან შედგება." (გვ. 231)
განა ფსიქოლოგიურ ასპექტში, რომ განვიხილოთ ოჯახი ერთი სქესის ქორწინებაა? ფსიქოლოგები ამის შესახებ ამბობენ, რომ ეს გადაგვარებაა და თვითმკვლელობის ტოლფასი ქმედება. განა ევროპელებს მოსწონთ მსგავსი გადაგვარება? რა თქმა უნდა არა. ამას წინათ შტუდგარდში მრავალრიცხოვანი გაფიცვაც იყო მსგავსი სწავლების წინააღმდეგ. ადამიანი შექმნილია ღვთისაგან იმ მიზნით, რომ მარადიულად უკვდავი იყოს. რატომ მოკვდა ადამი? იმიტომ, რომ სცოდა და შეცოდებითა მისითა სიკვდილი ეუფლა. მოწყალე უფალი განკაცდა და ადამიანის სახება მიიღო, რათა ხრწნადი ბუნება ადამიანისა უხრწნელეყო. სწორედ ჩვენ ამას უნდა ვასწავლიდეთ მომავალ თაობას, რათა აღიზარდონ ჩვენი შვილები ღვთის შვილებად და არა იქედნეთა ნაშობად. იქედნე გველია და როდესაც ის შობს შვილებს, პირველ რიგში პატარა გველის წიწილები დედის ხორცით იკვებებიან...თაობა, რომელიც მსგავსი გადგვარების იდეოლოგიით აღიზრდება განა, რითი განსხვავდება იგი იქედნესაგან?
ქართველი ერი მართმადიდებლობის ერთგულებამ გადაარჩინა და მომავალშიც ასე იქნება.
ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა. წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს: "კაცი თავი არს ცოლისა ვითარცა ქრისტე ეკლესიისა" განა ეს ღვთაებრივი სიტყვები იმ ეპოქის სულისკვეთება იყო? ის მარადიულია და უხრწნელი. და უფალმა შექმნა ადამი და ევა, როგორც ქალი და კაცი. ეს იყო პირველი ოჯახი და ბუნებრივი ერთობა. დღეს კი 21 საუკუნეში ლიბერალური ფასეულობების მქონე ადამიანები ამტკიცებენ, რომ ერთსქესიანთა ქორწინებაც ოჯახია და ზნეობრივი ნორმა. დანარჩენი თავად მკითხველმა განსაჯოს და დაარქვს სახელი...
("კომპასიტო" (სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ბავშვებისთვის)
რედაქტორი და თანაავტორი ნენსი ფლაუერსი)
• გენდერი
წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს სხვა სქესის წარმომადგენელი გახდით. რისი შეცვლა მოგიწევდათ? პირველ რიგში, ალბათ, თქვენს გარეგნობას შეცვლიდით – ტანისამოსს, ვარცხნილობას და, შესაძლოა, სამკაულს. შესაძლოა, აგრეთვე ადამიანებთან ქცევის მანერის შეცვლაც მოგიწიოთ." (გვ. 105)
(სამოქალაქო განათლების პედაგოგის დამხმარე სახელმძღვანელო (სტატიების კრებული) "მარგარეტ ანდერსენი და ჰოვარდ ტეილორი)
ეს ზემოთ ჩამოთვლილი სახელმძღვანელოები "კომპასიტო", "კომპასი" და ა.შ. ნათარგმნია "ადამიანის უფლებათა განათლების ცენტრის" მიერ (რედაქტორი გიორგი კენჭოშვილი).