ეს ხომ უფლის სისხლი და ხორცია, ეს ხომ თავად უფალია...
ეს ხომ უფლის სისხლი და ხორცია, ეს ხომ თავად უფალია...
ახლახან ჩავლილი ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მინდა მოგითხროთ ერთი მშვენიერი ტაძრის შესახებ, რომელიც ორი საუკუნის წინ, სამეგრელოს დიდმა მთავარმა ლევან დადიანმა ამ დღის აღსანიშნავად უძღვნა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და სადაც თითქმის ასწლიანი პაუზის მერე, წლების გამავლობაში მსახურობდა თქვენი მონა-მორჩილი…
დღეს მინდა მოგიყვეთ იქ აღვლენილი პირველი წირვისა და თავს გადახდენილი ერთი საგულისხმო ამბის შესახებ…

1996 წელი იდგა.
დიდი მარხვა დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ჭყონდიდელმა მღვდელმთავრმა სალხინოს დადიანების კარის ტაძარში მსახურების აღდგენა და წინამძღვრად ჩემი დადგენა გადაწყვიტა. ორ დღეში ლაზარეს შაბათის დღესასწაული დგებოდა, ამიტომ პირველი წირვის აღსრულებაც ამ დღეს გადაწყდა. სიმბოლურიც იყო ასეთი დამთხვევა: ათეული წლების მანძილზე გაუქმებულ ტაძარში მსახურების აღდგენა ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების დღეს...

იმ დროისთვის ტაძარს სარკმლები არ ჰქონდა და ცუდ ამინდში წვიმა და ქარი თავისუფლად აღწევდა შიგნით. ამ დღეს კი დილიდან საშინელი ქარი ამოვარდა და დადიანების ეზოში მდგარ ასწლოვანი ჭადრების ხეივანს ლაწა-ლუწი აუტეხა.
როცა ტაძარში შევედი, ჩემს უკან კარი ძლივს მოვიხურე. ქარი, თითქოს მინდორშიაო, აქაც გიჟივით დაბორიალობდა და ყველგან თავის ხელებს აფათურებდა…

მსახურებაზე მე და მედავითნე და თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები ვიდექით. კარებდაკეტილ და უშუქო ტაძარში ნახევრად ბნელოდა. გარედან ჭადრების ხეივანში გაბლანდული ქარი გულისშემძვრელად მოთქვამდა და გამაყრუებელი ხმაურით ავსებდა უსარკმლო ტაძარს…

არასოდეს დამავიწყვება ეს დღე და ის პირველი მსახურება, რომელმაც მაშინ ქარის თანამწირველობით ჩაიარა…

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ახალნაკურთხი მღვდელი ვიყავი და ისედაც შიშ-კანკალით აღვასრულებდი ხოლმე საღმრთო ლიტურღიას, ამ დღის წირვა-ლოცვა კი ჩემთვის ნამდვილ გამოცდად იქცა…
ეს არ იყო წირვა, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია ხოლმე: - ნაკადულივით მორაკრაკე, დამამშვიდებელი, თვალის და ყურის დამატკბობელი. არა, ეს იყო ბრძოლა, იაკობის ღმერთთან ბრძოლის მსგავსი, ეს იყო ბრძოლა მადლის მიტაცებისათვის, ბრძოლა ჩამქრალი სანთლების ფონზე, ქარის გამაყრუებელ ხმაურში…
მსახურების ბოლოსკენ, როცა მღვდელი საღმრთო ძღვენის კურთხევას აღასრულებს, ქარი სულმთლად გადაირია და ერთ მომენტში, ღია სარკმლიდან შემოვარდნილმა ჰაერის ტალღამ უკვე ნაკურთხი წმიდა ძღვენი კინაღამ გადამიყირავა. მაშინ მთელ სხეულში შიშის ცხელმა ტალღამ დამიარა და ტრაპეზზე დაბრძანებულ წმ. ნაწილებს მთელი სხეულით გადავეფარე. ხელები შემოვხვიე და ძლივს დავამაგრე…

მოძღვრის ნათქვამი მახსოვდა ,,მსახურებისას მთელი ყურადღებით უნდა იდგე, რადგან ფეშხუმზე დაბრძანებული სეფისკვერის უმცირესი ნამცეციც კი თავად ქრისტე და სამყაროს შემომქმედი ღმერთიაო" და ამის გამო გულს ბრაგაბრუგი გაჰქონდა. ,,ღმერთო მიშველე",,ღმერთო მიშველე"… - ვლოცულობდი და შიშისაგან ოფლი მასხამდა. ვნანობდი, რომ არ გადავდე წირვა და წმიდა ძღვენი საფრთხის ქვეშ დავაყენე...
ქარი კი არ ცხრებოდა, უკვე ვერც მე გავიქცეოდი ბრძოლის ველიდან და ვიყავით ამ ჭიდილსა და ომში ... საოცარი სანახაობა იყო: ტრაპეზის მაგიდაზე გადამხობილი და წმიდა ძღვენზე ხელებშემოხვეული მღვდელი და მასთან მოპაექრე ქარი... ერთ წამს ფიქრმა გამიელვა: ,, - მაგრამ ეს ხომ უფლის სისხლი და ხორცია, ეს ხომ თავად უფალია... და მე მიწევს მისი დაცვა?... ის ხომ აქეთ გვიცავს, ის ხომ ყოვლგანმყოფი და ყოვლადძლიერია, მაშ მე რად მიწევს მისი დაცვა და მთელი ეს განსაცდელი?" ...და ამ დროს ერთბაშად, უცებ ერთ წამში მივხვდი რაც ხდებოდა ჩემს თავს და შვებით ამოვისუნთქე: ,, - დიდება შენ ღმერთო, რომელმაც მხოლოდ ჩემი გულისთვის, ჩემი განწავლისთვის გახადე დღეს შენი საღმრთო სისხლი და ხორცი ჩემი დასაცავი, შენ ხომ ყოველთვის ასე განაგებ და ხშირად ისე გამოგვიჩნდები, თითქოს ჩვენი დაცვა გჭირდებოდეს. შენ ხომ ამის მსგავსად და ჩვენი გულისთვის, ჩვენს გადასარჩენად გახადე შენი ეკლესია და შენი სიწმიდეები ჩვენი დასაცავი, გლახაკი და დავდრომილი ჩვენი მოსავლელი? განა შენ ვერ უპატრონებდი, განა შენ ვერ განკურნავდი?… მაგრამ შენ ხომ ამით გვსწავლი, როგორც ოდესღაც პავლეს, თუ როგორი თავგანწირული მსახურება მართებს შენს მსახურს, რათა მისით განიწმიდოს და მისით გადარჩეს?"…

გარეთ ისევ ხმაურობდა ქარი, მაგრამ სულში უკვე მყუდროება გამეფებულიყო, შიში აღარსად იყო და მთელ არსებას სიმშვიდე დაუფლებოდა... ქარმა ნელ-ნელა იკლო, ხანდახან ისევ შემახსენებდა თავს, მაგრამ მე თითქოს არაფერიო, განვაგძობდი მსახურებას და ჩემთვის მეღიმებოდა...
საოცარი კი ის იყო, რომ დასრულდა თუ არა მსახურება, ქარიც ჩადგა…
მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი, ჩემი მომავალი სამღვდელო მსახურების წინასახე იყო და რომ მომავალში ასევე უნდა გადავფარებოდი ჩემზე რწმუნებულ ეკლესიას, რათა დამეცვა მისი სიწმიდე, მისი საწმყსო და მისი მთლიანობა…

…….
იმ დღის მერე თითქოს ის ქარი სულში ჩამისახლდა და დღევანდელ დღემდე ყოველ წირვაზე მახსენებს თავს…ყოველი წირვის დაწყების წინ საიდანღაც მოვარდება, ამაღელვებს, ამაფორიაქებს, ყველა ცოდვას თვალწინ ამიფრიალებს და არ მეშვება, სანამ წმიდა ზიარების ნანატრ ნავსაყუდელს არ მივაღწევ და ჩემი სულის ღუზა მის მყუდრო ნაპირებთან არ ჩაეშვება…
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.05.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
19.04.2025
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ძველი წელთაღრიცხვის 24 მაისს. (6 ივნისს) მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სვიმეონ მესვეტეს იხსენიებს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat