ვისაც კი წაუკითხავს ძველი გაზეთები, დამეთანხმება, რომ XIX-XX საუკუნის "ივერიის" ფურცლებიდან საკმაოდ ბევრ საინტესოს ამოიკითხავთ.
იმ დოინდელი ქართული პრესა გაჯერებული იყო ყველანაირი საკითხების განხილვით. მათ შორის სახალისო ამბებითაც. 1891წლის ( N 166), "ივერიის" ფუცლებიდან ასეთი ღიმილის მომგვრელი რამ ამოვიკითხე:
"რაჭის ერთს სოფელში სახარება იყო თურმე მეტად დაძველებული. მღვდლის თხოვნით მრევლმა ფული შეჰკრიბა ხელის-მოწერით და გამოიწერა ახალი სახარება. მიღებისთანავე მღვდელმა გამოაცხადა, რომ მომავალს კვირას ახალის სახარებით უნდა ვსწიროო. რასაკვირველია, ჩვეულებრივზედ ხალხი მეტი შეიკრიბა. ამ მღვდელს ჰყავდა ერთი ვაჟი, სახელად ლუკა, რომელმაც სახარების გამოსაწერად ერთი მანათი შესწირა, როდესაც მღვდელმა სახარების წაკითხვა დაიწყო და დაიძახა: "ლუკასაგან წმინდისა სახარებისა საკითხავიო", ხალხში დუდუნი გაისმა.
ერთმა კიდევ წამოიძახა:
-"უი, ჭიი, ქვე მარტვა ლუკას-კი არ უყიდია სახარება, ჩვენც უნდა დაგვლოცოო".
მღვდელი შეჩერდა და თანაც გასწყრა, რად მაშლევინებთო და კიდევ დაიწყო: "ლუკასაგან წმინდისა სახარ..., ხალხმა კიდევ გააწყვეტინა სახარების კითხვა, საშველი რომ აღარ მისცეს, მღვდელი წარსდგა და დაიძახა: "მაშ ყველასაგან წმინდისა სახარებისა საკითხ.."
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი