ღმერთს ებარებოდეთ, ასე ვემშვიდობებით ერთმანეთს ფერეიდანელი ქართველები
ღმერთს ებარებოდეთ, ასე ვემშვიდობებით ერთმანეთს ფერეიდანელი ქართველები
ფერეიდანელ ქართველებთან დღემდე არ მქონდა ურთიერთობა. მინდა გითხრათ, რომ ისინი საქართველოზე და ქართველებაზე უსაზღვროდ შეყავრებული ადამიანები არიან. ბათუაშვილების ოჯახმა გულთბილად მიმიღო, ძველი ქართული სიტყვებით საუბარით შედგა ინტერვიუ ბარბარე ბათუაშვლთან.

-ფერეიდანში დაახლოებით 15-20 ათასი მოსახლეობა ცხოვრობს, - მიამბობს ბარბარე. ფერეიდანში ბევრი ქართველი ცხოვრობს. ნაწილი თეირანში გადავიდა. სასაუბრო ენა ფერეიდანში ქართულია, ყველა ქართულად საუბრობს, ოღონდ ძველ ქართულ სიტყვებს ვხმარობთ. მაგალითად, მიყურეს ნაცვლად ვამბობთ- მიჭვრიტე. მისმინეს მაგივრად -მიყურე. სიტყვების ბოლოს "ყეს" ვამატებთ. წავალთ-ყე, მოვალთ-ყე. მოდირა-მოდიღა და ასე შემდეგ. ტრადიციების შესახებ შემიძლია ვთქვა, სუფრა მთლად ისეთი არაა, როგორც საქართველოში. კერძებიდან შემოგვრჩა დედაპური, კორკოტი. ზოგი ხაჭაპურს აცხობს. უფრო ხშირად ირანულ საჭმელებს აკეთებენ. ასაკიან ქალებს გრძელი კაბა აცვიათ და თავზე მანდილი ახურავთ. კაცებს განიერი შარვლები აცვიათ. ხასიათი ისეთივეა, როგორც საქართველოში მცხოვრობ ქართველებს. სტუმართმოყვარეები ვართ და ერთმანეთი ძალიან გვიყვარს ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს. ირანელებთან, სპარსელებთან, ბახტიარებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. სხვადასხვა გვარის ხალხი ცხოვრობს ფერეიდანში, მათ შორის ბათუაშვილები, ზუპიტაშვილები, ხატიაშვილები, უნიკაშვილები, ჯავახიშვილები, სეფიაშვილები, იოსელიანები, გუგუნაშვილები, გუგუჩაშვილები, თავაძეები, ყავლაშვილები, ფანიაშვილები, გულაშვილები.

KARIBCHE

-თქვენი წინაპრები როგორ აღმოჩნდნენ ფერეიდანში თუ იცი?

-ჩვენი წინაპრები 400 წლის წინ გადაასახლეს. ფერეიდანში ზოგმა ოჯახმა იცის თავისი გვარის წარსული, როგორ მოვიდნენ ფერეიდანში. ყველა ფერეიდანელ ქართველს აქვს შენარჩუნებული ქართველობა და ყველას გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა. სკოლაში წასვლამდე სულ ქართულად ვსაუბრობდი, სკოლაში წასვლის მერე ვისწავლე სპარსული. სახლში სულ ქართულად ვსაუბრობდი. ახლაც რომ ვსაუბრობთ გვამჩნევენ, რომ სპარსელები არა ვართ. გამოთქმაშიც გვეტყობა. ფერეიდანელმა ქართველებმა რომ დაიწყეს მიმოსვლა საქართველოში უფრო მეტად დაახლოვდნენ ქართვლებთან და ქართულად გამართულად საუბრობენ. ფერეიდანში კერძო სკოლაში ასწავლიდნენ ქართულს.

-თქვენმა ოჯახმა შეინარჩუნა ქართველეობა?

-რა თქმა უნდა მასეა. ვინც ფერეიდანში ცხოვრობს ყველა მასეა. ფერეიდანში ყველა ქართველი ცხოვრობს და იმიტომაც შევინარჩუნეთ ქართველობა, ჩვენი ტრადიციები. მამაჩემი მამუკა ბათუაშვილია, დედა - ზუბიტაშილი. ადრე ასე იყო ქართველი ქართველზე უნდა დაოჯახებულიყო, რომ გავმრავლებულიყავით. ახლა ნელ-ნელა რომ გავმრავლდით ცოტა შერეული ოჯახები გაჩნდა. თუ დედა ქართველია, თავის შვილს აუცილებლად ასწვლის ქართულს. თუ მამა არის ქართველი და დედა სპარსელი, მაშინაც არ იკარგება მომავალ თაობაში ქართულის სწავლა. ჩვენ ვართ ექვსი დედმამიშვილი, სამი ბიჭი და სამი გოგო. ჩემს დას ჰქვია ლეილა, ფატიმა, გიორგი, მიშა და პატარას სპარსული სახელი მაჰამადა ჰქივია.

როცა მშობლები ქართულად გესაუბრებიან ძალაუნებურად იმ ენაზე ისაუბრებ. ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მშობლები ტრადიციის შენარჩუნებაში. მამა აღმოსავლური ტრადიციული მედიცინის კუთხით მუშაობს. ჩვენი ოჯახი მთლიანდ გადმოვსახლდით საქართველოში. უკვე სამი წელია აქ ვცხოვრობთ. მამას ოცი წელია ხშირი მიმოსვლა აქვს საქართველოში. მე სამრეწველო სკოლა მაქვს დამთავრებული, საქართველოში ბიზნეს სკოლაში ვაგრძელებ სწავლას. ქართველი მეგობრები მრავლად გვყავს, ყველა კარგი მეგობარი მყავს. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ყველასთან. საქართველოში რომ ჩამოვედით ქართული ენა, ქართული ლიტერატურა უფასოდ ვისწავლეთ ანდრია პირვეწოდებულის უნივერსიტეტში. მადლობელი ვარ ბატონი სერგო ვარდოსანიძის და ბატონი ტარიელ ფუტკარაძის. მათ საშუალება მოგვცეს უკეთესად, გრამატიკულად გვესწავლა ქართული. როცა ვიღაც თბილად და კეთილი გულით მოგეფერება, უფრო მეტად გინდა იმ ხალხთან ყოფნა, ურთიერთობა, იმ გარემოში ცხოვრება. აქაური ქართველებისგან იმდენი სითბო მივიღე, რომ მეტად დამაინტერესა აქ ცხოვრება, უფრო მოვინდომე საქართველოში ყოფნა. უფროსი და გათხოვილია, ირანში ცხოვრებს,მე და ჩემი ერთი და დანიშნულები ვართ. ძმებიც დაოჯახებულები არიან. რძალიც ქართველი მყავს. თავაძეა გვარად.

KARIBCHE

-როგორ შეადარებდით საქართველოს და ფერეიდანს, რა მსგავსებაა მათ შორის?

-ძალიან ჰგავს ერთმანეთს ფერეიდანი და საქართველო. ფერეიდანი მთებშია ჩაფლული. მოსახლეობა მეურნეობას მისდევს. ვენახებს უვლიან. ფერეიდუნშახსა, ჩვენ როგორც ვეძახით მარტყოფს ეძახიან იქა. ქალაქია და მარტყოფს ეძახიან, მარტყოფის გარშემო არის სოფლები, ვაშლოვანი, ჩუღურეთი, ჯაყჯაყი არის, თორელი არის და აფუსიც არის ერთი. საშქასანიც არის, სადაც ქართველები ცხოვრობენ, ოღონდ მეტყველება სხვადასხვანაირი აქვთ.

საქართველო, რა თქმა უნდა, სამშობლოა და სხვანაირი ემოციები გვაკავშირებს. რომ შემოდიხარ გრძნობ, რომ თითქოს სხვანაირად სუნქავ, სხვანაირად დადიხარ მშობლიურ მიწაზე. ვერც ვიტყვი, რომ იქაც ცუდია, იმიტომ, რომ იქ ვართ დაბადებულები, გაზრდილები , იქ გვიცხოვრია, იქაური ჰაერი გვისუნქია, რაც ვართ და როგორებიც ჩამოვედით აქ, იმ მიწაზე გავიზარდეთ. ისიც კარგია, ესეც კარგია. უწმინდესს ორჯერ შევხვდით. ძალიან კარგი გრძნობა დაგევუფლა მასთან ურთიერთობით.


KARIBCHE

-საქართველოში ბევრი ფერიდანელი ქართველი ცხოვრობს?

-ახალგაზრდები უფრო მეტად ჩამოდიან. როცა იცი რომ გექნება სამუშაო ადგილი, სახლი, მაშინ შეგიძლია ჩამოხვიდე, მიმოსვლა გაჭირდა ცოტა. ვიზების პრობლემაა. ყოველ ჩამოსვლაზე ვიზის აღება გვჭირდება.

საქრთველოს ვუსურვებდი მოვიდეს ის დრო, რომ ხალხმა იცხოვროს ძალიან კარგად, ყველას სიხარულმა გაახაროს სხვა და ყველას ტკივილმა ატკინოს სხვას გული, ერთმანეთის გვერდით ვიყოთ, გამდიდრდეს საქართველო და ყველამ კარგად ვიცხოვროთ. ხალხი ისე იყოს ბედნიერი, რომ ქუჩაში რომ გამოვლენ, ყველას სახეზე ღიმილი ჰქონდეს.

იქაური ქართველები ერთმანეთს ასე ემშვიდობებიან, - ღმერთს ებარებოდე. სახლიდან გარეთ რომ გავდივართ ვეუბნებით, ღმერთს ებარებოდე. ტელეფონით რომ დავასრულებთ საუბარს, მაშინაც ასე ვემშვიდობებით. თბილგულა ხალხი ცხოვრობს ფერეიდანში.

საქართველოს და ქართველობას არ ვივიწყებთ. ფერეიდანში ასე გვეუბნებოდნენ სულ, თუ ცისარტყელას ქვეშ გაივლი საქართველოში აღმოჩნდებიო. წარმოიდგინეთ იმ სურვილით, რომ ყველა ბავშვი იყურება, როდის მოვა ცისარტყელა და იმის ქვეშ გავიდეს საქართველოში აღმოჩნდეს. ბავშვობიდან ამ ფიქრით ვიზრდებით. როცა საქართველში ჩამოვდივართ იმას ვერც დავივიწყებთ და არც დაგვავიწყდება. სამშობლო როგორ შეიძლება ვიღაცას დაავიწყდეს ან კარგად ვერ გაიხსენოს.

როგორც ფერეიდანში ვემშვიდობებით ერთმანეთს, ისე დაგემშვიდობებით - ღმერთს ებარებოდეთ. სიკეთე არასოდეს დაიკარგოს თქვენს გულში.

ბეჭდვაელფოსტა
17.05. 2018
ნიკა
ქართველებს რატომ არ გვანან გარეგნულად?
10.06. 2016
შუქია
თბილო, გულიანო და საამაყო ქართველებო! ძალიან მიყვარხართ! მადლობა ღმერთს, რომ ისევ შეგვახვედრა ერთმანეთს, თუნდაც 400 წლის შემდეგ!
10.06. 2016
დავითი
მაგრებო!!! მთელ ქართველობას მუდამ ახსოვდით,თქვენი დარდი ჰქონდა! მუდამ უყვარხართ! და თქვენი იმედი აქვთ იმაშიც რომ იმასაც შეგვახსენებთ რაც იკარგება დღეს და თქვენ შეინარჩუნეთ გმურულად ეს 400 წელი... გეხვევით და ღმერთს ებარებოდეთ! მოვა დრო და საქართველო გაბრწყინდება მთელს მის შვილებთან ერთად, მთავარია ერთმანეთი არ დავკარგოთ...
09.06. 2016
..
ღმერთს ებარებოდეთ ქართველებო,სადაც გინდა სცხოვრობდეთ.
27.07. 2015
ekaterine
tkven gaixaret ,eseni yvelaze magari kartvelebi arian,gmerto chemo kerdzebs da tradiciebs ki ara kartulad saubars rom axerxebs es xalxi ar gvikvirt?rac mtavaria kartuli tvitshegneba akvt,sawyenad ar vambob ,magram chven sakartveloshi mcxovrebi kartvelebi agar vmetyvelebt lamis kartulad da isini pundamentalur kveyanashi inarchuneben kartvelobas,tumca agnishnavt mat stumartmoyvareobas,dzalian kargi statiaa,dzalian,suls rom gagitbobs iseti,xshirad weret matze tu sheidzleba
სხვა სიახლეები
17.05.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
19.04.2025
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat