აღმართებისათვის პატიოსნისა ჯვრისა
აღმართებისათვის პატიოსნისა ჯვრისა
ქართლის მოქცევის დროს იდგა ერთი ხე კლდის ბორცვზე, შეუვალ ადგილას, ეს ხე იყო ფრიად მშვენიერი. და საკვირველება ამ ხისგან ის იყო, რომ ისარცემული ნადირი, რომელიც მივიდოდა და შეჭამდა ამ ხის ფოთოლს ან თესლს, აღარ მოკვდებოდა, თუნდაც სასიკვდილოდ დაჭრილი ყოფილიყო. ეს ძლიერ აკვირვებდა პირველ წარმართებს. აუწყეს ეპისკოპოს იოვანეს ამ ხის შესახებ. ხოლო ეპისკოპოსმა თქვა: "აჰა, ჭეშმარიტად, ეს ქვეყანა თავდაპირველადვეა შენახული ღვთისგან თავის მსახურად, რამეთუ ღმერთისგან აღმოცენდა ეს ხე, ამ დროისათვის შენახული, რამეთუ ახლა მოეფინა ღმერთის მადლი ქართლს, და ამ ხისგან ჯერ არს პატიოსანი ჯვრის შექმნა, რომელსაც თაყვანს სცემს ქართლის მთელი სიმრავლე"

და წავიდნენ რევ, ძე მეფისა, ეპისკოპოსი და ხალხის სიმრავლე. მოჰკვეთეს ეს ხე და თავის რტოებიანად წამოიღეს და მოჰქონდა ათ ათეულ კაცს, ზეზე რტოებით და ფოთლებითურთ, შემოიტანეს ქალაქში, ზამთრის დროს, როცა სხვა ყოველი ხე ხმელი იყო, ხოლო ეს ფოთოლდაუცვენელი, სურნელოვანი და სახილველად მშვენიერი. და ძირზე დააყენეს ეკლესიის კარებთან, სამხრეთით, სადაც უბერავდა ნელი ნიავი და შლიდა მის ფოთლებს, ძრავდა მის რტოებს და მისი ხილვა მშვენიერი იყო, როგორც გვსმენია _ ალვის ხისა.

ეს ხე მოჰკვეთეს 25 მარტს, პარასკევს, და იდგა ასე 37 დღე. და არ შეიცვალა ფერი მისმა ფოთლებმა, იდგა თავის ძირზე, წყაროს თავთან, ვიდრე არ შეიმოსა ყველა ხე ფოთლით, ხოლო ნაყოფის გამომღებელი ხეები _ ყვავილით.

მაშინ, 1-ელ მაისს, შექმნეს ჯვარი, 7 მაისს აღმართა მეფის ხელის დადებით ქალაქის მთელმა ხალხმა, და აჰა, ზეციდან ჩამოვიდა ცეცხლის ჯვარი და როგორც ვარსკვლავთ-გვირგვინი დაადგა ეკლესიას განთიადამდე. გარიჟრაჟისას მისგან გამოვიდა ორი ვარსკვლავი, ერთი წავიდა აღმოსავლეთით და ერთი დასავლეთით. და ის თვითონ (ვარსკვლავგვირგვინი) ასევე ბრწყინვალედ ნელ-ნელა გადავიდა არაგვზე და დადგა კლდის ბორცვზე, ზემო მხარეს, იმ წყაროს სიახლოვეს, რომელიც წმიდა ნინოს ცრემლებმა აღმოაცენა და იქიდან ამაღლდა ზეცად. და ასე მრავალგზის იხილა მთელმა ხალხმა მაცხოვარება ღვთისა ჩვენისა. მაშინ გამოჰკითხეს წმიდა ნინოს, თუ რა არის, რომ ერთი ბრწყინვალე ვარსკვლავი აღმოსავლეთით მიდის, მეორე კი დასავლეთით, და თქვა მან. "განავლინეთ კაცი მაღალ მთებზე აღმოსავლეთით კახეთის მთამდე და დასავლეთით ამ ქალაქის სანახებამდე, როცა გამობრწყინდებიან ის მთიები, ნახონ, თუ სად დადგებიან და იქ აღემართოს ჯვრები იესო ქრისტესი".

მაშინ ჰყო მეფემ ეგრე. ეს დღე იყო პარასკევი და შაბათი თენდებოდა. მოხდა იგივე სასწაული, როგორც პირველად. მეორე დღეს მოვიდნენ დასავლეთში გაგზავნილები, რომელნიც იდგნენ ქვაბთა თავზე და მოუთხრეს მეფეს, რომ "გამოვიდა ის ვარსკვლავი, ამაღლდა და მიიწია თხოთის მთაზე, კასპის გადასასვლელთან, დადგა ერთ ადგილს და სრულებით გაუჩინარდა".

ასევე მოვიდნენ კახეთის მთიდან და თქვეს: "ვიხილეთ ვარსკვლავი ჩვენსკენ მომავალი და დაადგრა დაბა ბოდს კუხეთისას". მაშინ უბრძანა ნეტარმა ნინომ: "წაიღეთ ორი ჯვარი, და აღმართეთ ერთი თხოთს, სადაც გაგიმხილა ღმერთმა თავისი ძალა და ერთი მიეც სალომეს ქრისტეს მხევალს, აღმართოს უჯარმის ქალაქში, რამეთუ ბოდში არის ერის სიმრავლე. ბოდის დაბა იქნება ღვთის სათნო ადგილი". ჰყვეს ეგრე, როგორც ბრძანა დედოფალმა. ხოლო ზეციური სასწაულის ჩვენებით ეს პატიოსანი ჯვარი მცხეთაში დატოვეს.

მივიდნენ ბორცვის ქვეშ, წყაროსთან ათიეს ღამე, ილოცეს ღმერთის მიმართ, ნეტარი ნინო ცრემლით აზავებდა წყაროს, და იყო კურნებანი და დიდი სასწაულები. მეორე დღეს ავიდნენ კლდეზე, მოვიდა ნეტარი ნინო ბორცვზე, დავარდა ქვებზე, ტიროდა, და მასთან ერთად მეფეები, მთავრები და ყოველი სიმრავლე ერისა, ისე რომ მთები ექოს აძლევდნენ. და დაადო ხელი ქვას და უთხრა ეპისკოპოსს: "მოდი, რამეთუ შენდა ჯერ არს, და დასწერე ჯვარი ამ ქვას". და მან ჰყო ეგრე და იქ აღიმართა ის ჯვარი დიდებით მეფეთაგან, დაიჩოქა ურიცხვმა ხალხმა და თაყვანისცეს ჯვარს და აღიარეს ჯვარცმული ჭეშმარიტად ძედ ღვთისა ცხოველისა, და ირწმუნეს სამებით დიდებული ღმერთი.

ხოლო დიდი მთავრები არ განშორდნენ წმიდა ეკლესიას, ნათლის სვეტს და ცოცხალ ჯვარს, რამეთუ ჰხედავდნენ უზომო სასწაულებს და მიუთხრობელ კურნებებს. აღდგომის დღესასწაულის კვირა დღეს მირიან მეფემ და მთელმა მცხეთამ შესწირეს შესაწირავი და ეს დღე განაწესა ჯვრის მსახურებად, აღდგომის დღესასწაული, ყოველმა ქართლმა დღევანდლამდე. რამდენიმე დღის შემდეგ სული წმიდის მოფენიდან იხილეს სასწაული დიდად საშინელი, ოთხშაბათ დღეს ნათლის სვეტი ჯვრის სახით დაადგა ამ ჯვარს და თორმეტი ვარსკვლავი მის გარშემო
გვირგვინის სახით. ხოლო ის ბორცვი აკმევდა სურნელებას. ხედავდნენ ამ სასწაულს ყოველნი და მრავალი უღმერთოთაგანი მოიქცა და მოინათლა იმ დღეს. ხოლო ქრისტიანები კიდევ უფრო მორწმუნენი გახდნენ და ადიდებდნენ ღმერთს. მერე კვლავ იხილეს ჯვრის სხვა სასწაული _ მზეზე შვიდჯერ უბრწყინვალესი ნათელი დაადგა ჯვარს თავზე და ღვთის ანგელოზები აღვიდოდნენ და გარდამოვიდოდნენ მასზე, ვითარცა ღუმელში ნაპერწკლები.

ხოლო ის ბორცვი ძლიერ იძროდა. ამ სასწაულის დაცხრომისას ძვრაც წყდებოდა. იხილეს ეს სასწაული, გაუკვირდა ყველას, უფრო და უმეტესად ადიდებდნენ ღმერთს. ამ სასწაულს ხალხი ხედავდა შიშით და ძრწოლით. მოდიოდნენ გულმოდგინედ თაყვანისსაცემად.

ამ დროს მეფის ძეს, რევს, ჰყავდა სასიკვდილოდ სნეული პატარა შვილი. მარტო ის ჰყავდა. მოიყვანა და დადო ჯვრის წინაშე და ცრემლით თქვა: "თუ მიბოძებ ამ ყრმას ცოცხალს, ავაშენებ ლუსკუმას (ბუდეს) შენს საყოფელად". მაშინვე განიკურნა ის ყრმა, გაცოცხლდა და განკურნებული წაიყვანა. მერე მოვიდა თავისი აღნათქვამის აღსასრულებლად და მისცა მადლი დიდი სიხარულით და გულმოდგინედ ააშენა მცხეთის ჯვრის ლუსკუმა რევმა, მეფის ძემ. ყოველწლიურად მოდიოდა და აღასრულებდა აღნათქვამ მსხვერპლს. მის შემდეგ უფრო მოდიოდნენ უძლურნი და სნეულნი და იკურნებოდნენ, სიხარულით ადიდებდნენ წმინდა ჯვარს. იყო ერთი, ორივე თვალით ბრმა, ჭაბუკი. იჯდა ის ქრისტეს ჯვრის წინ და მეშვიდე დღის შემდეგ აეხილა თვალები, ხედავდა და ადიდებდა ღმერთს. მერე იყო ვინმე დედაკაცი, უკეთური სულისგან მარად გვემული რვა წლის მანძილზე, ისე, რომ ძალი და გონება წართმეული ჰქონდა, თავის სამოსელს ხევდა. როცა მოიყვანეს და პატიოსან ჯვარს ამთხვიეს, მეთორმეტე დღის შემდეგ განიკურნა და თავისი ფეხით წავიდა, ადიდებდა ღმერთს და თაყვანსსცემდა პატიოსან ჯვარს. იყო ასევე ერთი მცირე ყრმა, უცებ დაეცა და მოკვდა. აიღო დედამისმა და დადო ჯვრის წინ მკვდარი, დილიდან საღამომდე დედამისი ტირილით ლოცულობდა ჯვრის წინ, სხვები ეუბნებოდნენ: "წაიღე, დედაკაცო, და დამარხე, რამეთუ მკვდარია, ნუღარ აჩერებ". ხოლო მან არ წარიკვეთა სასოება, არამედ უფრო და უმეტესად საწყალობლად ტიროდა და ლოცულობდა. ხოლო საღამო ჟამს ყრმა მოსულიერდა, თვალი აახილა და მეშვიდე დღის შემდეგ განიკურნა. გაცოცხლებული წაიყვანა ყრმა დედამისმა და ადიდებდა ღმერთს. ხოლო როცა იხილეს სასწაულები და კურნებანი ყოვლად წმინდისა ჯვრისა, მრავალი უშვილო მიდიოდა, ითხოვდნენ შვილიერებას და მრავალშვილიანები ხდებოდნენ, შესაწირავებს და მადლს აძლევდნენ. არა მარტო მოსულები იღებდნენ კურნებას, არამედ ისინიც, რომელნიც შორიდან ლოცულობდნენ, მაშინვე მისი შეწევნით იღებდნენ მადლს და მადლობის შესაწირავად მოდიოდნენ.

მრავალნი უღმერთონიც კი, ჭირში ჩაცვენილნი, როგორც კი შესთხოვდნენ წმიდა ჯვარს, მაშინვე შორდებოდათ ჭირი და მოდიოდნენ ჯვრის სამთხვევად, სასწრაფოდ ინათლებოდნენ და ადიდებდნენ პატიოსან ჯვარს. პატიოსანი ჯვრის ძალით იკურნებოდნენ პირადი სატანჯველისგან, მოდიოდნენ სავედრებლად და იკურნებიან დღევანდელ დღემდე და ადიდებენ მამას, ძეს და სული წმინდას.

იხილეთ წიგნი:

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უფლის ბრწყინვალე აღდგომის მეორე კვირა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეა. მარიამ მაგდალინელი, ლაზარეს დები მართა და მარიამი, სალომე, იოანა, სუსანა და სხვები...

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat