პატრიარქი - სიხარული უნდა ვახაროთ ადამიანებს, ჩავიხედოთ ადამიანის გულში
პატრიარქი - სიხარული უნდა ვახაროთ ადამიანებს, ჩავიხედოთ ადამიანის გულში
დღევანდელ დღეს ყოველი ადამიანი სიხარულის მახარებელი უნდა იყოს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.

კათოლიკოს-პატრიარქმა სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა და ტაძარში მყოფი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დალოცა.
უწმინდესის თქმით, მთელი მართლმადიდებლობა დღეს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს ზეიმობს და ეს დღე განსაკუთრებული დღეა.

"როგორც ამბობენ ჩვენი წინაპრები, იმდენად დიდია ხარების დღესასწაული, რომ ამ დღეს ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს და ადიდებს უფალს. ჩვენ ვადიდებთ უფალს და მადლობას ვწირავთ მას, მოგვმადლოს წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული", – განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქადაგების დასრულების შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი ამბიონზე მიიწვია და ნაკურთხი წყალი ასხურა.

"დღევანდელი დღე ჩვენ შთაგვაგონებს იმას, რომ ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი. აი, გეძლევათ თქვენ ლოცვა-კურთხევა, რომ ადამიანებს უთხრათ სასიხარულო ამბავი, არა სამწუხარო და არა ნეგატიური, როგორც ჩვენი ტელევიზიები სულ ნეგატიურს გადმოსცემენ და ეს ქმნის სიმძიმეს, სტრესებს, თითქმის არ გადის დღე, რომ არ მოვიდნენ ჩვენთან და არ თქვან, რომ ამა თუ იმ ადამიანმა თავი მოიკლა. სიხარული უნდა ვახაროთ ადამიანებს, ჩავიხედოთ ადამიანის გულში", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, დღეს მთელ მსოფლიოში არის დაძაბული ურთიერთობა და კაცობრიობა ეძებს მიზეზს ამ დაძაბულობისა. უპირველეს ყოვლისა, თითოეულმა ადამიანმა თავის გულში უნდა ჩაიხედოს.

პატრიარქმა ქადაგებისას დალოცა რუსები, აფხაზები, ოსები და ტაძარში მყოფი სხვა ეროვნების წარმომადგენლები და აღნიშნა, რომ მათაც ულოცავს ამ დღესასწაულს. "თქვენ ისეთივე ჩვენი სულიერი შვილები ხართ, როგორც ქართველები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში", - განაცხადა უწმინდესმა.

დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში ასევე ითქვა, რომ ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სამი ჯარი ეკურთხა, რომელიც აღდგომის მესამე კვირამდე სვეტიცხოველში დარჩება, შემდეგ კი გადაბრძანდება ჯვარზე, მცხეთის მთაზე და უჯარმაში.

დღეს სასულიერო პირები ასევე მცხეთის ქუჩებში გავლენ და ქუჩებს აკურთხებენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2025
მამებო, ძმებო და საყვარელო მორწმუნენო!
რადგან ჩემი უღირსობის გამო ხვალ წმინდა ლიტურგიას ვატარებ, გავიფიქრე, კარგი იქნებოდა დღევანდელი საღამოს ღამისთევა გაგველამაზებინა საგალობლებით,
28.06.2025
მე უკვე ვთქვი რამდენიმე სიტყვა სიკვდილზე. ახლა ვიტყვი რამდენიმე სიტყვას სინდისზე, რადგან ვინც თავის სინდისს სუფთად ინახავს, სიკვდილი მას აუცილებლად ნეტარად და მზად მყოფს ჰპოვებს.
20.05.2025
მანასემ, ებრაელთა ძველაღთქმისეულმა მეფემ, იმდენი ცოდვა ჩაიდინა ღვთის წინაშე, რამდენიც ალბათ არავის ჩაუდენია. ორმოცდათორმეტი წლის განმავლობაში ის ძალით აიძულებდა ხალხს თაყვანი ეცათ კერპებისა და ეშმაკებისთვის,
05.05.2025
არაფერში არ შეიძლება ადამიანი ისე იყოს დარწმუნებული დედამიწაზე, როგორც სიკვდილში. იცოცხლებ კიდევ თუ არა, ეს არ იცი; გახდები თუ არა უფრო მდიდარი, არ იცი;
05.05.2025
"რამეთუ სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს" (1კორ. 1:18).
20.04.2025
სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

26.03.2025
- როდის სუფევს მადლი ჩვენთან? - ჰკითხა ერთმა მორწმუნემ მამა კლეოპას. მან კი უპასუხა:
26.03.2025
"მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი" (შდრ. იოანე 20:18).
07.03.2025
ყველაზე ღრმა ხმა ჩვენი გულიდან მოდის - ეს არის სინდისი, ღვთის ხმა ადამიანში, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ სიკეთისკენ და გვიცავს ცუდისგან, ეს არის სიტყვის სული.
01.02.2025
მცირედი სწავლა ქადაგება, გლახაკ ბერისა წილკნელ-მანგლელ ყოფილის ნეკრესლის ამვროსისაგან მდაბიოთა სამწყოსოთათჳს, 1797 ქრისტეს აღდგომისათჳს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
სოლომონ მეფის გარდაცვალების შემდეგ, ქრისტეს წინარე 980 წელს, სამეფო ტახტზე მისი ძე რობოამი ავიდა. მძიმე გადასახადებით წელში გამწყდარმა ხალხმა სთხოვა ახალ მეფეს უღლის შემსუბუქება, მაგრამ რობოამმა უარი განაცხადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat