უკრაინული BBC საქართველოში პაპის ვიზიტზე: პაპმა ფრანცისკემ მესა თითქმის ცარიელ სტადიონზე ჩაატარა
უკრაინული BBC საქართველოში პაპის ვიზიტზე: პაპმა ფრანცისკემ მესა თითქმის ცარიელ სტადიონზე ჩაატარა
რომის პაპის ვიზიტს საქართველოში არაერთმა უცხოურმა სააგენტომ მიუძღვნა პუბლიკაცია, მათ შორის არის BBC. უკრაინული BBC-ს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ:  საქართველოში ჩასულმა პაპმა ფრანცისკემ მესა თითქმის ცარიელ სტადიონზე ჩაატარა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ურჩია მორწმუნეებს, არ დასწრებოდნენ კათოლიკურ მსახურებას.
სტადიონზე, სადაც 25000 კაცი ეტევა, საქართველოს მხოლოდ 3000 მცხოვრები მივიდა.

უცხოეთში პაპის 16 მოგზაურობიდან ეს იყო ყველაზე მცირერიცხოვანი მესა - აღნიშნავენ Reuters-ის ჟურნალისტები.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კათოლიკეები მოსახლეობის 1%-ზე ოდნავ ნაკლებს შეადგენენ.

ელოდებოდნენ, რომ თბილისში ცერემონიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციაც დაესწრებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

მესას არც საქართველოს პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი დასწრებია.
პაპის ჩამოსვლამდე 2 დღით ადრე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია II-მ გამოსცა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მართლმადიდებლები არ მონაწილეობენ კათოლიკურ მესაში იმ დოგმატური განსხვავებების გამო, რომლებიც 1054 წლის განხეთქილებიდან იღებს სათავეს.

ამავე განცხადებაში საქართველოს საპატრიარქომ აღნიშნა, რომ მიუღებელია სასულიერო პირთა საჯარო ნეგატიური განცხადებები პაპის მისამართით.

KARIBCHE

პარასკევს რომის პაპ ფრანცისკეს თბილისში საპროტესტო აქციით დახვდნენ. ამ აქციის მონაწილენი აეროპორტის ტრასის გასწვრივ განლაგდნენ პლაკატებით: "ვატიკანი სულიერი აგრესორია", "საქართველოდან შორს ანტიქრისტე".

თბილისის აეროპორტში პონტიფიკს დახვდნენ საქართველოს პრეზიდენტი მეუღლითურთ და პატრიარქი ილია II.
საპროტესტო აქციის მხარდამჭერი ზოგიერთი სასულიერო პირი აცხადებდა, რომ რომის პაპი იმისთვის ჩამოდის, რომ მართლმადიდებლები კათოლიციზმზე გადაიბიროს, მისი ჩამოსვლა კი არის ვატიკანის სულიერი აგრესია მართლმადიდებელი საქართველოს წინააღმდეგ.

პაპი ფრანცისკე, რომელიც 2013 წელს იქნა არჩეული, შეეცადა თავისი წვლილი შეეტანა კონფესიათა შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში. 

თებერვალში შედგა რომის პაპ ფრანციკესა და მოსკოვის პატრიარქის ისტორიული შეხვედრა. ორი კონფესიის მეთაურები პირადად ერთმანეთს მანამდე არასოდეს შეხვედრიან.

თბილისის შემდეგ პაპი აზერბაიჯანში გაემგზავრა, იქიდან კი რომში დაბრუნდება.


წყარო: http://www.bbc.com
ბეჭდვაელფოსტა
05.10. 2016
qartveli
უკაცრავად,აბა რას ელოდით???
04.10. 2016
ლევანი
"პირველი ნიშანი და თვისება ახლანდელთა მაცდურთა ის არის, რომ იგინი თავის ლაპარაკში აურევენ სულიერსა და ხორციელსა, ქვეყნიერსა და ზეციერსა, სამოქალაქო წყობილებასა და საღმთოსა სჯულსა, სარწმუნოების სწავლასა და სოფლის მდგომარეობასა" - წმ. მღვდელმთავარი - გაბრიელი (ქიქოძე) "ერეტიკოსებს არ სჭირდებათ, რომ დოგმატის ადგილას აუცილებლად აღმართულ იქნას ანტიდოგმატი. მათთვის სავსებით საკმარისია, რომ საკითხმა დოგმატური სფეროდან გადაინაცვლოს პირადი მოსაზრებების არეალში. მწვალებლები ცდილობენ ქრისტიანი ადამიანის ცხოვრება აქციონ ადოგმატურად, არაკანონიკურად, უზნეოდ, გვთავაზობენ რა, რომ მშვიდობის სანაცვლოდ დავდუმდეთ დოგმატებზე, კანონებზე, სახარებისეულ მცნებებზე. ეკუმენისტური "მართლმადიდებლობის" განურჩეველი, ნელთბილი, ღმრთის გარეგანი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა პროტესტის საზომი ჯერაც დასადგენია. ყოვლად შეუძლებელია ამაოდ ჩაევლო მეოცე საუკუნის მრავალთა მოწამეთა, აღმსარებელთა და მართლმადიდებლობის სარწმუნო მოსაგრეთა მოწმობას. ღმერთმა დაიცვას თავისი მოშურნენი ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის სამეუფო გზაზე მისი წმიდა ეკლესიის ერთგულებით უკუნისამდე" - ნეტარი მღვდელმონაზონი - სერაფიმ "ის პოზიცია, რომელსაც კომპრომისების და დათმობების გზაზე დამდგარი მწყემსები ირჩევენ, ეკლესიისთვის დამღუპველია. ეკლესიას კი არ უნდა ვწირავდეთ საკუთარი კეთილდღეობისათვის, პირიქით, თავი არ უნდა გვენანებოდეს ეკლესიისთვის" - მღვდელმოწამე ბენიამინი (დახვრიტეს 1922 წ.).
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში ქრისტიანების პირველი დიდი დევნა ნერონის დროს დაიწყო, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat