წმინდა და დიდ კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ექნება საერთო მართლმადიდებლური აღიარება(ავტორიტეტი) და არა საყოველთაო სავალდებულო ხასიათი
, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. 22-27 იანვარს ჟენევაში (შამბეზში), მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქო ამზადებს 16-28 ივნისს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართი კრების განსახილველი ტექსტების ქართულ ვარიანტს, რომელსაც მალე გამოაქვეყნებს. საპატრიარქოს განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. "22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების ჟენევაში (შამბეზში) გამართული შეხვედრის ძირითადი შედეგები ასეთია: როგორც უკვე განვაცხადეთ, წმინდა და დიდ კრებაზე გასატანი ყველა დოკუმენტი გასაჯაროვდება; შეთანხმებული და ყველას მიერ მიღებული საკითხების გარდა სხვა თემა კრებაზე არ განიხილება; წმინდა და დიდ კრებაზე მოხდება უკვე შეჯერებული საკითხების ხელახლა განხილვა და ერთსულოვანი გადაწყვეტილებები სსაბოლოო მიღება. თითოეული ავტოკეფალური ეკლესია ერთი ხმის უფლებით ისარგებლებს. მიიჩნევა, რომ წმინდა და დიდ კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ექნება საერთო მართლმადიდებლური აღიარება(ავტორიტეტი) და არა საყოველთაო სავალდებულო ხასიათი. იგეგმება, რომ წმინდა და დიდი კრების გახსნას და დახურვას მოწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრონ სხვა ქრისტიანული ეკლესიებისა და დენომინაციების წარმომადგენლები შეზღუდული რაოდენობით; უშუალოდ კრებას კი, - მხოლოდ მართლმადიდებელი იერარქები, სამღვდელოების, ბერ-მონოზვნებისა და ღვთისმეტყველთა გარკვეული რაოდენობა. კრების ჩატარება განზრახულია 16-28 ივნისს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე. აღვნიშნავთ იმ ფაქტსაც, რომ შამბეზში ასევე განხილული იყო სამი საკითხი, რომელთაგან საერთო კალენდრის თემა ამოღებული იქნა დღის წესრიგიდან. ,,მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში" ნაწილობრივ ჩასწორდა, ხოლო დოკუმენტმა, - ,,ქორწინება და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები,"- რადგან სათანადო ცვლილება არ განიცადა, საქართველოს ეკლესიის მეთაურმა და ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენელმა მას ხელი არ მოაწერეს, რაც ნიშნავს იმას, რომ საკითხი კიდევ უნდა დამუშავდეს. საქართველოს საპატრიარქო ამზადებს კრებაზე განსახილველი ტექსტების ქართულ ვარიანტს და მალე გამოაქვეყნებს", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი