დასვენებულია ამავე ტაძარში.
დაკრძალვა ხუთშაბათს, 11 აპრილს, 14 საათზე.
მისამართი: ვარკეთილი 3 , მეორე მიკრორაიონი, მე-16 კორპუსის მიმდებარედ, ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების N 9.
29 მარტი:
ქრისტიანისთვის "გწამდეს ღმერთი" ნიშნავს, აღიარებდე მას არა მარტო გონებით, არამედ გულითაც ილტვოდე მისკენ.
ჩვენ შეიძლება ყველაფრის გვჯეროდეს, მაგრამ, გვწამს მხოლოდ ღმერთი.
ქრისტიანული რწმენა საიდუმლო მოვლენაა ადამიანის სულის სამყაროში. იგი აზრზე ძლიერია, უფრო ვრცელია და ქმედითი; რთულია და თავის თავში აერთიანებს სიყვარულის , შიშის, მოწიწების, თაყვანისცემისა და თავმდაბლობის გრძნობებს. თუმცა რწმენას ძალუძს მთების შეძვრა, მაინც არ შეიძლება იგი ნებელობის გამოვლინებად ჩავთვალოთ. მორწმუნე ქრისტიანი საკუთარ ნებაზე უარს აცხადებს და მთლიანად ღვთის ნებას არის მინდობილი: "იყავნ ნება შენი ჩემ ცოდვილსა ზედა "
რწმენის გარეშე ქრისტიანობა აღარ იქნებოდა ცოცხალი კავშირი ცასა და დედამიწას შორის. ( წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი )
ქრისტეს ეკლესიის ისტორიაში მრავლადაა წმინდანთა მიერ ყველა დროში აღსრულებული სასწაულები. მაგრამ სასწაულები აღესრულება არა ზოგადი , არამედ ქრისტიანული რწმენით. რწმენა ქმედითია არა წარმოსახვის ან თვითჰიპნოზის ძლით, არამედ იმით, რომ გვაკავშირებს ყოველგვარი სიცოცხლისა და ძალის წყაროსთნ- ღმერთთან . რწმენა ჭურჭელია წყლით ასავსებად , ოღონდ ის წყალში რომ ჩაუშვა , შენც იქვე უნდა იყო. ეს წყალი ღვთიური მადლია .
"რწმენა გასაღებია ღვთიური საგანძურისა " წერს წ. მამა იოანე კრონშტადტელი.
ქრისტეს სარწმუნოება დაშენებულია რწმენაზე, როგორც ურყევ კლდეზე ( იხ. მათე, 16, 18).
"რომელნი სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა... დაუყვნეს პირნი ლომთანი; დაშრიტეს ძალი ცეცხლისაი; განერეს პირსა მახვილისასა; განძლიერდეს უძლურებისაგან... ( ებრ. 11, 33, 34.)
სარწმუნოებამან თქვენმან გაცხონოთ!...

ქარცისფერი დილა
ისევ ქარცის ფერები, ისევ წვიმა სისხლისა,
განმეწონა გულ-ღვიძლში პირი ბასრი ისრისა.
ჩამოეშვა პირბადე ძოწისფერი ნისლისა,
სული ერთგული არის ქვეყნად მოსვლის მიზნია...
ვგავარ ხან მეციხოვნეს, ხან ოცი წლის ნაციხარს,
ცხოვრებავ, ვითომ ტკბილი, რეალურად მკაცრი ხარ.
ცაო, მიწას, ხორცო სულს ახალუხად აცვიხარ.
ტკვილს თუ ვერ გაუძელ მაშინ რაღა კაცი ხარ.
ტანჯვა მახურავს ჩაჩქანად, მიცინის ცივი ფაცია.
დღე ხან მუქი, ხან ბაცია, წუთისოფელი მკაცრია,
უფალი ჯვარზე გააკრა, მმტობს მწირ ყმას მტვრიან-ნაცრიანს.
გველს ცრუს და ცბიერს მრავალთა სულები მიუტაცია,
მეფე, თავადი თუ გლეხი, ხელმარჯვე
თუ ხელცაცია.
ზეციდან ანგელოზები იმედის სხივებს მაცრიან,
ჩემი გულ-გვამის მკურნალი. კაცთმო- ყვარე ღმერკაცია...
ფაცია - მარადმწვანე ბუჩქი