ასკეტური ცხოვრება, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედება
ასკეტური ცხოვრება, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედება
დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი:

ყველაზე ამაღლებული, რაც ღმერთმა ადამიანს მიანიჭა, ეს არის ღმერთთან თანაცხოვრების უნარი, უაღმატებულესი ნეტარების წყარო, რამეთუ განღმრთობისათვის შეიქმნა ადამიანი. მამათა სწავლებით, გარკვეული ჭეშმარიტების მარცვლები და ცალკეული ასკეტური ცხოვრების იდეები უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაფანტული იყო იმდროინდელ სამყაროში, რათა კაცობრიობა მომზადებულიყო ღვთის სიტყვის, ქრისტიანობის მისაღებად. 

მოსეს სჯულისა და ბუნებითი სჯულის იდეები გაამდიდრა და მადლმოსილ სიმაღლეზე აიყვანა ქრისტიანულმა მოძღვრებამ, რაც არასდროს ყოფილა მხოლოდ აბსტრაქტული თეორია, არამედ იმთავითვე წარმოადგენდა გულწრფელ ცხოვრებას ქრისტეში. 

თავად სიტყვა "ქრისტიანობა" ნათლად გამოხატავს ქრისტიანული მოძღვრების ასკეტურ ხასიათს. მამათა სწავლებით, ასკეტიკა შეგნებული და ნებაყოფლობითი სწრაფვაა სრულყოფის მისაღწევად. მაშინ საკამათო არაა ის, რომ მოციქულებმა მაცხოვრის სიტყვები "მისდიონ მას" ასე გაიგეს – მიბაძონ ქრისტეს. პავლე მოციქულის მიხედვით, ამ ბაძვის მიზეზი ნათელი ხდება ქრისტეს სიტყვებით: "იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს."

სრულყოფილების მსგავსი მოწოდება წმინდა წერილში სხვაგან არსადაა. ეს ადამიანს მოუწოდებს არა ღმერთთან გათანაბრებას, არამედ იმას, რომ მან მარადიული შინაგანი სწრაფვით უნდა მოიპოვოს მსგავსება მარადშეუცნობელ მამასთან.

რამდენადაც მიუწვდომელია ზეციური მამა თავისი სრულყოფილებით, ყოველი ქრისტიანისათვის იმდენად ამაღლებულია სახარებისეული სწავლება, ასკეტური ცხოვრება. მხოლოდ ქრისტიანობამ წარმოაჩინა ადამიანის ცხოვრების უსაზღვრო დანიშნულება. არაერთგვაროვანია ქრისტიანული ყოფის დამოკიდებულება ასკეტიკისადმი. კათოლიკური ეკლესია ასკეტიკას უყურებს, როგორც აუცილებელს მხოლოდ მონაზვნებისათვის, ხოლო საეროთათვის – როგორც შეუძლებელს, ვალდებულებაზე აღმატებულს. პროტესტანტული სამყარო საერთოდ უგულებელყოფს ასკეტიკას. მაგრამ ეკლესია ასწავლის, რომ ასკეტური ცხოვრება შესაბამისი ხარისხით ერთნაირად აუცილებელია ყველა ქრისტიანისათვის, როგორც მონაზონის, ისე – ერისკაცისათვის.


განყენებული მსჯელობები ქრისტიანობაზე, ასკეტიკაზე, ღმრთისმეტყველებაზე აბსტრაქტულ, ფსევდომეცნიერულ კონტექსტში გამოწვეულია ადამიანური ლოგიკით, და აბსოლუტურად დაშორებულია რეალურ, პრაქტიკულ ქრისტიანულ ცხოვრებას და სულიერ გამოცდილებას. ამით საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ეკლესიის ცხოვრებას და მართლმადიდებლურ მოძღვრებას.
ცოდვითდაცემამდე ადამიანი, რომელსაც ღმერთმა შთაბერა სული ცხოველი, სიტყვა "სიცოცხლის" ყველაზე აღმატებული მნიშვნელობით იქნა ცოცხალი. 

ღმერთის მსგავსება და სახება უსპეტაკეს სამოსად ბრწყინავდა პირველ ადამიანში. ის, როგორც შემოქმედების გვირგვინი, საკუთარ თავში აერთიანებდა მთელ ხილულ და უხილავ სამყაროს. ის ასეთივე რჩება, თუმცა კნინობითი სახით, დღესაც. ორ სამყაროსა და ორ დროში, მარადისობასა და წარმავლობაში მცხოვრები ადამიანის ხორცი დამორჩილებულია წარმავალს, ხოლო სული – მარადისობის ბუნებას. წმ. კვიპრიანე კართაგენელის სიტყვით, რთული და მძიმეა გზა, აღმყვანებელი ზეციური დიდებისაკენ. ამ ზეაღმავალ გზაზე მიდიან მოწამეები, მათ მისდევენ ქალწულები და შემდეგ – მართალნი. 

სულიერი სრულყოფა რწმენის, იმედის, სიყვარულის მსგავსად გულისხმობს განწმენდის, განათლებისა და განღმრთობის საფეხურებს. უფალი გვასწავლის, არა კაცთაგან, არამედ ღვთისაგან უნდა ვეძიებდეთ დიდებას. რა არის დიდება ღვთისა? მამათა სწავლებით, ღმერთის დიდება – ეს არის სათნოებები, რომლითაც შემოსილი იყო პირველი ადამი და ამიტომ ბრწყინავდა იგი მზის თვალივით. სათნოებები ბუნებითია ადამიანისათვის და წარმოადგენს მისთვის ნეტარებისა და სიცოცხლის წყაროს.

სათნოების საპირისპირო არის ვნებები – არაბუნებრივი ადამიანისათვის. ამიტომაც ის არის ადამიანისათვის ტანჯვის, უბედურების მიზეზი. ვნებას ყველა ენაზე საფუძვლად უდევს "ტანჯვა." რა არის ვნება? ის არის დამახინჯებული და გაუკუღმართებული გრძნობა. ვნებათაგან განწმენდა არის სულიერი მოღვაწეობის უმთავრესი მიზანი, სრულყოფის პირველი საფეხური, და წარმატების შემთხვევაში – მოღვაწის პირველი დიდი გამარჯვება. რა უდევს საფუძვლად ამ აღმასვლას? – მამათა სწავლებით: სინდისი, წმინდა ცხოვრება და გულწრფელობა. ამ თვისებათა გარეშე ცთუნებულია ამ გზაზე მავალი. 

გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებით, ოთხი სათნოება მიუძღვის წინ მოღვაწეს: სიბრძნე, სამართლიანობა, თავშეკავება და მხნეობა, ხოლო ყველა სათნოებაზე აღმატებული არის განსჯა – დაუცემელი გოდოლი სულისა. ლოცვა კი იწოდება სათნოებათა დედოფლად, ის არის მშობელი ყოველი სათნოებისა. არ არის ადვილი ვნებათაგან განწმენდის გზაზე სიარული მარხვის, სინანულის, სიკვდილის ხსოვნის, შეურაცხყოფის ატანის და დამდაბლების მეშვეობით, მაგრამ არც მიუღწეველია ის ყოველი მორწმუნისათვის. 

წმ. იოანე სინელის მიხედვით, ვნებათაგან განწმენდა ანუ უვნებლობა არის სიკვდილი სიკვდილამდე და აღდგომა საყოველთაო აღდგომამდე. განღმრთობის გზაზე ლოცვის საშუალო საზღვარს მიღწეული სული ვნებათაგან განწმენდის შემდგომ განათლდება საღმრთო მადლის გამოჩინებით და მასთან ზიარებით, როგორც თაბორის მთაზე – მოციქულები: პეტრე, იაკობი და იოანე. ყოველი ნივთიერი სიმძიმის მქონე საგანი თავისუფლად ვარდება მიწაზე, ასევე – ვნებათაგან განწმენდილი სული თავისუფლად მიისწრაფვის ღვთისაკენ. 

ასეთ სულიერ მდგომარეობაში მყოფი ის წარემატება გონებითი ლოცვის მადლით. ამას დიდებიდან დიდებაში გადაჰყავს მოღვაწე. ამ მდგომარეობაში ყოფნა ხდება მიზეზი ადამიანის შეხვედრისა მარადისობასთან, რასაც წმინდა მამები ძველ ქართულად განკვირვებას უწოდებენ. მარადისობასთან შეხვედრისას შეუქმნელი ნათლის ღვთაებრივი ენერგიები განანათლებენ სიკვდილის აჩრდილთაგან გამოსულ სულს ვნებათა სიბნელისაგან. 

წმ. დიონისე არეოპაგელი ამ მდგომარეობას დროებით მარადისობას უწოდებს. ღვთაებრივი ნათელი ჯერ საკუთარ უძლურებისა და ცოდვის უფსკრულს უჩვენებს ადამიანს, კაცის დაცემის მთელ ისტორიასთან ერთად, და შემდეგ გადაჰყავს იგი ღვთაებრივი სიბრძნის, ჭვრეტის უფსკრულში და კაცი ხდება დაუოკებელი ტრფიალი მშვენიერებისა. ამ მდგომარეობის აღწერისას ათონელი მამები ამბობდნენ, რომ განიცდიდნენ ვარდნის შეგრძნებას. ამ მდგომარეობის გამომცდელი დავით მეფსალმუნე შეჰღაღადებს ღმერთს 41-ე ფსალმუნში: "უფსკრული უფსკრულსა ხადის ხმითა ზეგარდამოსაქანელთა შენთა, ყოველნი განსაცხრომელნი Aშენნი და ყოველნი ღელვანი შენნი მე ზედა-გარდამხდეს. "


წმ. იოანე სინელი წერს: "ვიყავი რა შუა საფეხურზე, – ანუ გონებითი ლოცვის მაღალ მდგომარეობაში, – საშუალოთა მივაღწიე." – ანუ ანგელოზთა ხილვის ღირსი შეიქნა. რამეთუ ისინი "საშუალად" იწოდებიან, რადგანაც იმყოფებიან ადამიანსა და ღმერთს შორის. "ვიყავი რა მათთან, ვერ მითხრეს, როგორი იყო ის, სანამ ხილული გახდებოდა. ანგელოზთა მეთაურს არ სურდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ვიკითხე: ახლა როგორია? მიპასუხა: თვისთა შორის არის, მაგრამ არა ამათა შინა, – ანუ არა მოკვდავსა და ხრწნად სხეულში, ჯვარცმამდე რომ ჰქონდა. – რას ნიშნავს მარჯვენით მამისა ჯდომა? შეუძლებელია ამის ყურით აღქმა და მოსმენა. მე კი გაგება მსურდა და როცა ვიკითხე, მიპასუხა: მსგავსთა მოსმენა უხრწნელებათა ცეცხლის სიმცირის გამო ჯერ არ შეგიძლია. არ ვიცი, ამ დროს მიწასთან ვიყავი თუ მის გარეშე..………"


განათლების შემდგომ საფეხურს უვნებლობისა და განწმენდის ბოლო და უაღმატებულესი ეტაპი წარმოადგენს, რასაც მოციქული "მესამე ცას" უწოდებს, ანუ უხრწნელებას. წმ. მაქსიმე აღმსარებელი პავლე მოციქულის სიტყვებს მესამე ცის შესახებ განმარტავს შემდეგნაირად: პირველი ცა გულის განწმენდაა, მეორე – გონების განათლება, მესამე ცა – ღვთის ჭვრეტაა. ადამიანი პირისპირ რჩება ღმერთთან, ღვთაებრივი ნათელი ხდება მისი განმამღრთობელი. 

და ადამიანის სული ტრფიალებით არ შეჩერდება, ვიდრე არ მიაღწევს სერაფიმობამდე, არ დაშვრება გონებითი მღვიძარებით, ამაღლებით, ვიდრე არ იქცევა ანგელოზად იესო ქრისტეს მიერ. ამ გზაზე მავალი უნდა ამაღლდეს ყოველგვარ მიწიერზე, როგორც დამაბრკოლებელზე. უვნებელი სიძულვილით უნდა განეშოროს ყოველგვარ ამსოფლიურს, თვით ნათესავებსაც კი, როგორც ეს უჩვენა მაცხოვარმა. ამიტომ ჭეშმარიტი მოღვაწენი საკუთარი თავის სიძულვილამდე ჰყვარობდნენ უფალს და იყვნენ მორჩილნი მისი ვიდრე სიკვდილამდე. ამიტომ გაუგებარნი რჩებოდნენ ამა სოფლისათვის – ვითარცა ეგოიზმის მორევში მყოფნი და ცხოვრებას გაქცეული კაცთმოძულენი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქრისტიანის ასკეტური ცხოვრებისა და მაღალი გონებითი ლოცვის მიზანი მდგომარეობს სულიწმინდის მადლის მოხვეჭაში. თუ მჭვრეტელობითი მაღალი სულის მდგომარეობა ყველასათვის არაა ხელმისაწვდომი, განუწყვეტელი ლოცვა, მოციქულის თანახმად, ვალდებულებაა ყველა ქრისტიანისათვის. მოუკლებელად ლოცვა მთავარი იარაღია სულიერი შემოქმედების სფეროში.

დღევანდელ ეპოქაში სიტყვები ისე იცვლიან მნიშვნელობას, რომ ადამიანი შორდება საგანთა და მოვლენათა არსს, სრულყოფისაკენ მიმავალი გზა მას დასაბამშივე აქვს გამრუდებული, არ იცის, რა არის ჭეშმარიტება, პილატეს სიტყვების მსგავსად. სიტყვები: კულტურა, პოეზია, მხატვრობა, შემოქმედება, თავისუფლება, მეცნიერება, სიკვდილი ერთგვარად ნაცნობია ყველასათვის, მაგრამ ცოტამ თუ იცის მათი ნამდვილი არსი. 

შემოქმედების ყველა სფეროში შემოქმედების შედეგს წარმოადგენს რაიმე ფიზიკური ოდენობა: მხატვრობაში – ნახატი, პოეზიაში – ლექსი, მუსიკაში – მელოდია და ამ მხრივ შემოქმედი არ არის მოკლებული შინაგან ტრაგიზმს და გარკვეულ გაუცხოებას საზოგადოებისაგან. ღმერთს პირველად შემოქმედი ეწოდება და მის ხატად შექმნილ ადამიანსაც აქვს ღვთის მიერ ბოძებული შემოქმედების ნიჭი. 

ბუნებრივია, ადამიანის შემოქმედებითი ნიჭი გამოვლინდება მის მიერ აღსრულებულ ყველა საქმეში. მაგრამ თუ მხატვრისათვის ნახატია შემოქმედების ნაყოფი, მოქანდაკისთვის –ქანდაკება, კომპოზიტორისათვის – მუსიკა და ა.შ. თეოლოგიური გაგებით, ყოველივე ამ შემოქმედების ნაყოფზე უფრო მეტად ძვირფასი არის სწორედ ის ადამიანი, ვინც ქმნის მას, ვინც ღმერთის ნიჭით დაჯილდოებული მაღლდება ამ შემოქმედებით პროცესში. თუმცა ისტორიამ იცის არაერთი შედევრის არსებობა, შექმნილი არც თუ ისე ზნეობრივი ადამიანის მიერ. მაგრამ ასეთ შემთხვევაში შემოქმედება ემსგავსება ლოცვას ცოდვილი მონანულისას, რომელიც უფრო დაბლა დგას, ვიდრე მის მიერ აღვლენილი ლოცვა.

ასკეტური ცხოვრების მიზანი არის ადამიანის სულიერი სრულყოფა განწმენდის, განათლებისა და განღმრთობის, საღმრთო ნათელთან და ენერგიებთან ზიარების გზით. ანუ ასკეტური ცხოვრება თავის თავში შეიცავს ძლიერ შემოქმედებით მუხტსა და მიზანს, რომელიც გარეგნულად უხილავია ნივთიერი მტკიცებულებების არქონის გამო. მაგრამ ზეაღმატებულია თავისი სრულყოფილი და ჭეშმარიტი შემოქმედებითი ბუნების გამო, რომლის უმთავრეს პროდუქტს განათლებული, განახლებული, განწმენდილი ადამიანის სული წარმოადგენს,შემოქმედების მოთავე ღვთისათვის. 

ადამიანთა შემოქმედად უნდა ითქვას ის, ვისაც ძალუძს, უსწავლელთა მოთვინიერება. ამ სახით ისინი, ვინც თავიანთი ცხოვრების წესით აღვირახსნილებს სათნოებათა გზაზე აყენებენ, ადამიანთა შემოქმედებად უნდა მივიჩნიოთ. რადგან უდრტვინველობა, განკრძალულობა, ბედნიერება და კეთილი სასოება სათნოა ადამიანთა სულებისათვის, რამეთუ ადამიანად ითქმის ის, ვინც მოაზროვნეა, ვინც გამოსწორების მოსურნეა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.03.2025
ბიოგრაფია
ერში ალექსანდროს ვაფიდისი დაიბადა 1934 წელს პირეოსის ნიკეაში (ათენის გარეუბანი). მისი მშობლები მცირე აზიელ ბერძენთა ღვთისმოსავ გვარს მიეკუთვნებოდნენ. ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ,
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
05.06.2014
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება.
16.01.2014
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი 14. მორჩილება
(გაგრძელება)
16.01.2014
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
გავიხსენოთ, რამდენად ხშირად ყოფილა, რომ ღონემიხდილები იმისათვის შევჩერებულვართ
19.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
თუ დავაკვირდებით ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის შკალას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა გიორგი მთაწმინდელი მამა-პაპით სამცხელი გახლდათ, თავად კი თრიალეთის მხარეში დაიბადა. მორწმუნე და ღვთისმსახური მშობლები ჰყავდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat