სოფელში წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის დედათა მონასტერია. წინათ, ეს ადგილი ბებნისელებს საქეიფოდ ჰქონდათ - თეოდორობას აღნიშნავდნენ. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, მონასტერი კეთილმოეწყო და აქ სამონასტრო ცხოვრებაა.
მონასტერმა სოფელში უდიდესი მადლი და სიხარული შემოიტანა. წინამძღვარია დედა ეკატერინე (ელოშვილი).

 

 
                



                                    
                                    

                                        
                                        
                                        
                                        
                                        
                                        
                                        
                                        
                                        
                                        
            