სიონის ტაძარში მრავალი ხატი თუ წმინდა ნაწილია, მაგრამ ყველაზე მთავარი, ესაა სიონის ღვთისმშობლის ხატი.  
ეს ხატი ძვირფასი პერანგით ვახტანგ VI-ის ძის, ბატონიშვილ გიორგის და მისი მეუღლის მარიამ იაკობის ასულ დოლგორუკოვას დაკვეთით 1762 წელს დამზადდა და შემოსწირეს რუსეთიდან სიონის კათედრალს. იგი წარმოადგენს ასლს (პირს) სიონის ღვთისმშობლის ნამდვილი ხატისა. 1522 წელს შაჰ-ისმაილმა გაძარცვა ტაძარი, სიონის ღვთისმშობელს მოხსნა ძვირფასეულობა და გადააგდო მტკვარში. ჩაგდების ადგილიდან 4,5 კილომეტრის ქვემოთ, ეს ხატი მტკვრის მარცხენა ნაპირზე იპოვა კახელმა მწყემსმა და მიართვა კახეთის მეფეს ლეონ I-ს (1520-1574), რომელმაც შეამკო ძვირფასად და კვლავ დაასვენა სიონის ტაძარში. 1724 წელს ხატი გაძარცვა და მტკვარში ჩააგდო კახეთის მეფე კონსტანტინემ — მაჰმად ყული-ხანმა, რის შემდეგაც ხატი დაიკარგა. ამ ამბის გაგების შემდეგ, გიორ¬გი ვახტანგის ძემ და მისმა მეუღლემ, მათ ხელთ არსებული ხატის ნამდვილი პირის მიხედვით დაამზადებინეს ეს ხატი და ძვირფასი პერანგით შემოსილი გამოუგზავნეს სიონის ტაძარს. 1795 წელს აღა მაჰმად-ხანის შემოსევისას ხატი დაღუპვას გადაარჩინა და თბილისიდან ზურგით გახიზნა სიონის ტაძრის ცნობილმა დეკანოზმა, მწიგნობარმა და კალიგრაფმა — იოანე ოსეშვილმა. ვინაიდან ხატი დიდძალი ძვირფასეულობით იყო შემკული, საბჭოთა პერიოდში ძვირფასი პერანგი მოხსნეს და გაიტაცეს. ხატი კვლავ ვერცხლის პერანგით შეიმკო კათოლოკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. 
                
                
                - მთავარი
 - ჩვენ შესახებ
 - ეკლესია
 - ქრისტიანული ცხოვრება
 - რწმენა
 - წმინდანები
 - სხვადასხვა
- ახალი ამბები
 - დიასახლისის გვერდი
 - სწავლებანი
 - ერისკაცობიდან მღვდლობამდე
 - ქრისტიანული საიდუმლო
 - ქრისტიანული სიმბოლიკა
 - ცოდვა
 - ისტორია
 - ანგელოზები
 - ამბიონი
 - კითხვა-პასუხი
 - ეს უნდა ვიცოდეთ
 - ცრუ მოძღვრებები
 - სხვა რელიგიები
 - სხვადასხვა
 - მკითხველის გვერდი
 - ეპისტოლენი, ქადაგებები
 - ნამდვილი ამბები
 - სასწაულები
 - წაუკითხეთ პატარებს
 - ჩემი სოფელი
 - ქართული გვარები
 - ქართული ანბანი
 - რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
 
 - წმინდა წერილი
 - წიგნები
 - ლოცვანი
 



                                    
                                    

                                        
                                        
                                        
                                        
                                        
                                        
                                        
                                        
                                        
                                        
            