წმინდა ავსტოლ კორნუოლელის ხსენების დღეა 28 ივნისი (გალიური, კელტური და ბრიტანული კალენდრების მიხედვით) 
იყო წმინდა მევანის ნათლული და მოწაფე. სავარაუდოდ, ცხოვრობდა ადგილას, რომელსაც ამჟამად მის პატივსაცემად სენტ-ოსტელი   ეწოდება კორნუოლში. როდესაც მევანი წმინდა სამსონს გაჰყვა უელსიდან ბრეტანში, ავსტოლი მას მიჰყვა. ერთად მათ მონათლეს ბროსელიანდი   და დაკრძალულნი არიან ერთ საფლავში თანამედროვე კომუნა სენ-მეანის   ადგილას ბრეტანში, საფრანგეთში. შესაძლოა, მისცა თავისი სახელი აუსტს   ავსტში , გლოსტერში.
ხატზე გამოსახულია წმინდა ავსტოლი, წმინდა მევანთან ერთად. იხილეთ წყარო
                
                
                
	
