მისი წმინდა ნაწილნი 1840 წელს ათონზე, ვათოპედის მონასტრის სასაფლაოზე მიმდინარე სამუშაოებისას იპოვეს.
ნეტარის სხეული ლოცვით მდგომარეობაში იყო, ხელში - ღვთისმშობლის ხატით, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ღირსმა ევდოკიმემ წინასწარ განჭვრიტა გარდაცვალების ჟამი და თავად მივიდა სასაფლაოზე.
წმინდა ნაწილნი იმგვარად კეთილსურნელებდნენ, რომ იქაურობა აღავსეს. სამწუხაროდ, არც მისი მოღვაწეობის ჟამია ცნობილი და არც - მისი ღვაწლის ხასიათი.
მისმა პატიოსანმა ნაწილებმა მრავალი სასწაული აღასრულა.