უესექსელი მღვდელ-მონაზონი ბურხარდი წმინდა ბონიფანტეს ხელმძღვანელობით, დაახლოებით 732 მისიონერული მიზნით გერმანიაში გაემგზავრა.
იქ ის ბიუცბურგის პირველ ეპისკოპოსად დაადგინეს. მან რამდენიმე მონასტერი დააარსა, მათ შორის წმინდა ანდრიას სახელობისა, რომელსაც შემდგომში მისი სახელი ეწოდა. 749 წელს ის რომში გააგზავნა ფრანკთა მეფემ პიპინ მოკლემ, რათა რომის პაპს, ზაქარიას ეღიარებინა მისი მეფობა. დაახლოებით 753 წელს მან კათედრა მეგინგოლდ როტენბურგელს გადასცა, თვითონ კი მაინის ხომბურგში დასახლდა, სადაც თავისი ცხოვრების უკანასკნელი თვეები გაატარა მონასტერში. გარდაიცვალა 754 წლის 02 თებერვალს. ხოლო 14 ოქტომბერს მისი წმინდა ნაწილების გადასვენება იხსენიება.
............................
წმინდა რუსტიკ ტრირელი, ეპისკოპოსი (+574) - 14 (27) ოქტომბერი
მას მოიხსენიებს დასავლეთის ეკლესია.