ღირსი ლუკიანე ალექსანდროველის (+1655) - 08 (21) სექტემბერი
ღირსი ლუკიანე ალექსანდროველის (+1655) - 08 (21) სექტემბერი
ეს წმინდა მამა XVI საუკუნის II ნახევარში კოსტრომის სიახლოვეს დაიბადა, ქალაქ ალექსანდროვოდან ათიოდე კილომეტრში, უღრან ტყეში, მიტოვებულ ტაძართან მოსაგრეობდა, სადაც ღვთისმშობლის შობის სასწაულმოქმედი ხატი ბრძანდებოდა.

მისმა სიქველემ მალე მრავალი ანგელოზებრივი ცხოვრების მოსურნე მიიზიდა, ძმობა დღითი დღე იზრდებოდა, მიტოვებულ ტაძარს კვლავ დაუბრუნდა სიცოცხლე და მალე იქაურობა მონასტრად იქცა.

თუმცა, ეშმაკის მანქანებით, ნეტარს ცილი დასწამეს, მოიკითხეს და სავანიდან განდევნეს, გარკვეული ხნის შემდგომ კი, რა დარწმუნდნენ მის უბრალობაში, ლუკიანეს შენდობა სთხოვეს და უკან დააბრუნეს.

1650 წელს ნეტარმა მამამ სავანის სიახლოვეს დედათა მონასტერი დააფუძნა ღვთისმშობლის მიძინების პატივად.

ეს ყოვლადუბრალო მამა იმგვარი ღავწლით გაბრწყინდა, ღვთისგან წინასწარჭვრეტის მადლი მოიხვეჭა, ღრმა მოხუცებულობას მიღწეულმა, იგრძნო რა მოახლოებული აღსასრული, მოწაფეებს ტაძარში წაყვანა სთხოვა, იქ დიდხანს ილოცა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის წინაშე, რომელსაც სავანე და მთელი ძმობა შეავედრა, სულიერი შვილნი დალოცა და 1655 წელს მშვიდობით შევედრა სული უფალს.

ხატის წყარო»»

* * *
ხსენება წმინდა მოწამეთა: რუთისა და რუფიანესი, მახვილით განგმირულთა

* * *
ხსენება წმინდისა მოწამისა სევირესი, მახვილით განგმირულისა

* * *
ხსენება წმინდისა მოწამისა არტემიდორესი, რომელმან სიკვდილი ცეცხლში მიიღო

ბეჭდვა
1კ1