ეს საკვირველი მამა X საუკუნეში იღვწოდა ირინოპოლის მახლობლად, ისავრიაში და ჭაბუკობაშივე უძღვნა უფალს თავი.
მორჩილებითა და ლოცვით ნეტარმა ხორცი დაუმორჩილა და იმგვარი მადლით განბრწყინდა, მრავალი სული იხსნა.
ღირსმა მამამ ლოცვით არა მხოლოდ სიცოცხლეში, გარდაცვალების შემდგომაც უამრავი სასწაული აღასრულა და ყოველი, რომელიც რწმენით მიეახლა მის ქვაბულს, სადაც იღვწოდა, სიმრთელე მიჰმადლა.
მისი წმინდა ნაწილნი დღემდე იმ ქვაბულში განისვენებენ.
ღირსი ლამპადის ლოცვით შეგვიწყალოს ქრისტემ!