წმინდა პოსიდიოს კალამელი ეპისკოპოსი (+440) - 16 (29) მაისი
წმინდა პოსიდიოს კალამელი ეპისკოპოსი (+440) - 16 (29) მაისი
წმინდა პოსიდიოსი წარმართობიდან მოიქცა. იგი ნეტარი ავგუსტინეს მოწაფე იყო და ღირსი ავგუსტინეს აღსრულებისას მის გვერდით იმყოფებოდა.

წმინდა პოსიდიოსი ნუმიდიაში კალამის ეპისკოპოსად აირჩიეს 397 წელს და თავის მოძღვარს ეხმარებოდა დონატიზმსა და პელაგიუსის ერესთან ბრძოლაში. ის თავის ეპარქიიდან არიოზელმა ვანდალებმა განდევნეს და იტალიაში, აპულიაში, დასახლდა. შეადგინა ნეტარი ავგუსტინეს შრომათა სია და მისი მოკლე ცხოვრება. მისი ხსენება შეტანილია რომის მარტიროლოგში.

ბეჭდვა
1კ1