ღირსი კასიანე წმინდა კორნილიოს კომელელის სულიერი შვილი იყო და როცა წმინდა კორნილიოსი სურის ტბაზე წავიდა სამოღვაწეოდ, მონასტრის მართვა მან გააგრძელა.
ის ზედმიწევნით ასრულებდა მოძღვრის დადგენილ ტიპიკონს და კეთილად უძღვებოდა ძმობას. სავანეში დაბრუნებულ წმინდა კორნილიოსს წმინდა კასიანე სიხარულით შეხვდა, უარი თქვა იღუმენობაზე და ძველებურად დაემორჩილა. ღირსი კასიანე 1537 წელს გარდაიცვალა.