სამწუხაროდ, ამ მოღვაწის ცხოვრების ჟამი ჩვენთვის უცნობია, მხოლოდ ის ვუწყით, რომ ჭაბუკობაშივე შეიყვარა ღმერთი,
ხორცი სულს დაუქვემდებარა და ღვთისგან ეშმაკთა განსხმისა და სნეულთა კურნების მადლი მიიღო.
წმინდა მამა პატარა ქოხში, ამქვეყნიური ხმაურისგან მოშორებით ცხოვრობდა, საკუთარი სული სათნოებათა ჭურჭლად ჰყო და მიუხედავად დიდი მცდელობისა, დაფარულად ეღვაწა, სახელი დიდად გაითქვა და სამღვდელო პატივით შეიმოსა.
ილარიონის ლოცვით ქუხილი წყდებოდა, გარეული მხეცნი მისავალს აღარ ანადგურებდნენ, გვალვისას ზეცა ნანატრ ნამს მოსცემდა, მდინარეს მიმართულებას უცვლიდა და წმინდა ელია წინასწარმეტყველის მსგავსად გადალახავდა ხოლმე.
წმინდა მამამ ლოცვით სასწაულებრივად განამრთელა კაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა პარალიზებული და მრავალი მკელობელი და სნეული განკურნა.
ადამიანთათვის იგი მადლის უშრეტი წყარო იყო და სიწმინდით განლია რა ამქვეყნიური გზა, ღვთივ განისვენა.