ღირსი ნიკიფორე ტომით იტალიელი გახლდათ, ოჯახი გამართლმადიდებლობის შემდგომ დატოვა და ბიზანტიას მიაშურა.
ლიონის კრებაზე (1274 წელს) ლათინებთან უნიის შემდგომ, რომელსაც იმპერატორი მიხეილ მერვე, პალეოლოგი აწერდა ხელს, ნიკიფორე გადაასახლეს. სავარაუდოდ, სწორედ იქ შეიქმნა მისი ტრაქტატი სულიწმინდის გარდამოსვლის შესახებ.
გარკვეული ხნის შემდგომ თავი სრულად რომ ეძღვნა უფლისთვის, ნიკიფორე ათონზე ბერად აღიკვეცა, სადაც მრავალი წლის მანძილზე ჰმორჩილებდა იქაურ ბერდიდთ და შინაგან ლოცვასა და მდუმარებაში განისწავლებოდა.
ათონის ყველაზე უკაცრიელ ადგილებში მცირე საძმო შემოიკრიბა, სადაც უმეტეს დროს შინაგანი ლოცვის მოხვეჭას უთმობდნენ.
მოწაფენი ბნელეთის სულთა საძლეველად რომ მოემზადებინა, ნიკიფორემ წმინდა მამათა ცხოვრებისა და მათი ქმნილებებისაგან ანთოლოგია შექმნა.
მალე შენიშნა, რომ დამწყებთ ლოცვისას გონების მოკრება უჭირდათ, ურჩია, მყუდროება დაემარხათ და ყველასთან მშვიდობა ჰქონოდათ, შემდეგ სენაკში განმარტოებულთ ყურადღება გონება მოეკრიბათ და სუნთქვით გონება გულში გადაენაცვლებინათ.
თან აფრთხილებდა, რომ თავიდან ამგვარი სავარჯიშო რთულად მოეჩვენებოდათ, რამეთუ დაუდგრომელი გონება ამგვარ ზეწოლას წინ აღუდგებოდა, დროთა მანძილზე კი საკვირველ და აუწერელ სიტკბოებას იგრძნობდა.
წმინდა მამის მოწაფე გახლდათ წმინდა თეოლიპტე ფილადელფიელი (1250-1322 წლები), რომელმაც იესოს ლოცვა სწორედ თავისი დიდი მოძღვრის, ნეტარი ნიკიფორესაგან ისწავლა, ამ უკანასკნელმა კი ეს ცოდნა თავის მოწაფეს, - წმინდა გრიგოლ პალამას (ხსენება 14 ნოემბერს) გადასცა.
ღირსმა გრიგოლმა ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა და 1300 წელს მშვიდობით მიიცვალა.
* * *
ხსენება მღვდელმოწამისა იოანე ვასილიევისა (1942 წელი) და პრესვიტერისა, მღვდელმოწამისა ნიკოლოზ ტოხტუევისა (1943 წელი), დიაკონისა