ეს წმინდა ძმები XII საუკუნეში ცხოვრობდნენ და სწორედ მათ დააფუძნეს ნოვგოროდის ეპარქიაში სოკოლნიცკის მონასტერი.
ძმებმა მშვიდობით შეჰვედრეს სული უფალს და სწორედ ამ სავანეში დაიკრძალნენ.
1162 წელს სამგზის აღმოვიდნენ სასწაულებრივად, რის შემდგომაც ნოვგოროდელი მთავარეპისკოპოსის ბრძანებით აღარ დაუკრძალავთ და ლუსკუმაში ჩააბრძანეს.
მოგვიანებით ძმები ერთ მოსკოველ დავრდომილს გამოეცხადნენ და განამრთელეს, შემდეგ კი უბრანეს, იმ ადგილას, სადაც მათი წმინდა ნაწილნი განისვენებდნენ, სამრეკლო აეგო, რაც მადლიერების ნიშნად აღასრულა კიდეც. შედეგად, ნოვგოროდში უამრავი კურნება და სასწაული აღსრულდა.
1775 წელს მონასტერი დაიწვა, წმინდა ნაწილნი ნოვგოროდის წმინდა ანტონ რომაელის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს.