თავადი მსტისლავი, ნათლისღებით გიორგი, ნოვგოროდელი (+1180) - 14 (27) ივნისი
თავადი მსტისლავი, ნათლისღებით გიორგი, ნოვგოროდელი (+1180) - 14 (27) ივნისი
წმინდა მსტისლავი XII საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა. იგი ვაჟი გახლდათ კიევის დიდი თავადის როსტისლავისა. წმინდა მსტისლავი გამოირჩეოდა წმინდა ცხოვრებით, ეკლესიისადმი სიყვარულით, ღარიბებისა და ქვრივ-ობლებისადმი გულმოწყალებით. იყო უშიშარი მეომარი, და ყოველთვის მზად გახლდათ სამშობლოს გულისთვის თავი

დაედო. წმინდა მსტისლავი ჯერ კიდევ ახალგაზრდა მძიმედ დაავადდა და წარვიდა უფალთან 1180 წლის 14 ივნისს. იგი ნოვგოროდის წმინდა სოფიოს ტაძარში დაკრძალეს. რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1